„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.025442
548
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
330090000.10.003.025442
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №548

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 3 სექტემბრის №952-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2019, 330090000.10.003.021277) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

ბ) განაშენიანების მართვის რეგლამენტი  – ძირითადი დებულებების საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების ტექსტური ნაწილი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს და/ან აზუსტებს ძირითად დებულებებში მოცემულ შემდეგ პირობებს: უძრავი ქონების გამოყენების ნებადართული სახეობების ძირითად და საგამონაკლისო ჩამონათვალს, განაშენიანების სახეობას, განაშენიანების ძირითად პარამეტრებსა და სხვა საკითხებს, ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე. განაშენიანების მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული უნდა იქნეს კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე კოდექსის ამავე მუხლითა და ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების მოთხოვნები ან მათი ნაწილი.“.

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გენერალურ გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

3. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განაშენიანების გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ან მის ნაწილში გათვალისწინებული და დაზუსტებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის  წესი და პირობები“, აგრეთვე ამ წესის №9 დანართით განსაზღვრული მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების დეტალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე