„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.025446
552
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
010220030.10.003.025446
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №552

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში (სსმ, №146, 10/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“:

1. მე-4 მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. საქართველოს ფარგლებს გარეთ ლაბორატორიული სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), კომისიის მიერ განსახილველი დოკუმენტაცია ეგზავნებათ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ საქართველოში ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლებს, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასტურისთვის. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია, აღნიშნული დოკუმენტაცია დამატებით გაეგზავნოს სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტს, საქართველოს ფარგლებს გარეთ დიაგნოსტიკის აუცილებლობის თაობაზე დასკვნისათვის.“.

2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/ საქონლის მიღება უნდა დაიწყოს საქართველოში არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ − არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილებით, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიღების დაწყების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, სამედიცინო მომსახურების/საქონლის მიღების დასაწყებად განსაზღვრული ვადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად. აღნიშნული ვადების ათვლა დაიწყოს კომისიის საოქმო გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ვადის გასვლის შემდეგ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების/საქონლის დაფინანსების შესახებ ითვლება გაუქმებულად. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევები ეცნობება კომისიას.“.

3. მე-6 მუხლს 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:

„53. კომისიისთვის ყალბი ინფორმაციის წარდგენა იწვევს პასუხისმგებლობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, წარდგენილი დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.“.

მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2025 წლის 20 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველ მუხლთან დაკავშირებულ საკითხზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე აქტ(ებ)ის ამავე დადგენილებასთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 20  დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე