„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 553
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 22/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240060.10.003.025447
553
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
010240060.10.003.025447
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 010240060.10.003.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-7 მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განაცხადის რეგისტრაციამდე უარს განაცხადებს მომსახურების მიღებაზე;“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ მოთხოვნილი იყო დაჩქარებული მომსახურება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სრულად ბრუნდება მხოლოდ შესაბამისი დაჩქარებული მომსახურების საფასური. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც შესაბამის ვადაში მომსახურების გაწევა ვერ განხორციელდა სააგენტოსგან ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისგან დამოუკიდებელი მიზეზის (მათ შორის, მეტეოროლოგიური პირობების, ფორსმაჟორული გარემოებებისა და სხვ.) გამო.“.

2. მე-8 მუხლის:

) მე-9 პუნქტის „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეეზღუდათ;“;

ბ) მე-10 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები;“;

.) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელზეც შესაძლებელია, გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები – 50%-ით;“;

) 104 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„104. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-5 – 61 პუნქტებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება ლტოლვილის, დამატებითი დაცვისა და დროებითი დაცვის მქონე პირის შემთხვევაში.“;

) 104 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 105 პუნქტი:

„105. ამ დანართის მე-2 მუხლის 35-ე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება  70 001-ს;

დ) ლტოლვილის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი.“.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე საფასური გადაიხდევინება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 22 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე