„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025448
554
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
010120000.10.003.025448
„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №554

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010120000.10.003.018143) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე/მხარდაჭერის მიმღებ სტატუსის მაძიებელ პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის, მეურვის/მზრუნველის ან მხარდამჭერის თანდასწრებით.

5. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-19 და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე ან დროებითი დაცვის მქონე პირის სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“.

2. მე-9 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე ან დროებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე