„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.166.016645
23
19/12/2025
ვებგვერდი, 22/12/2025
010250040.35.166.016645
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 19 დეკემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის,„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის №42 დადგენილებაში  (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 06/06/2022, 010250040.35.166.016537)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის, ინფორმატიზაციის და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროებში.“.

2. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა  და მამაკაცის  თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.

3. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში ამტკიცებს  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევანი ხაზიური