ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016599
42
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
190040000.35.138.016599
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი



დანართი

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.

მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო სადიაგნოსტიკო გამოკვლევების (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/ აუნაზღაურდება სამედიცინო - სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება / აუნაზღაურდება სამედიცინო - სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო - სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო - სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2.  წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების / ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ზ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის          შემთხვევაში,      მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება/ანაზღაურება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარამდეა, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1100 (ერთიათასასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარი და მეტია, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 100%-ით:

ა.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3000 ლარისა;

ა.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3500 ლარისა;

ა.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარისა;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 75 001-დან 150 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 70%-მდე:

ბ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1700 ლარისა;

ბ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2200 ლარისა;

ბ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2700 ლარისა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-დან 200 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 60%-მდე:

გ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1600 ლარისა;

გ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2100 ლარისა;

გ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2600 ლარისა;

დ) პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან აღნიშნულ ბაზაში მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:

დ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1500 ლარისა;

დ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 ლარისა;

დ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2500 ლარისა;

3. იმ შემთხვევაში თუ, მოქალაქემ ამ მუხლის ფარგლებში ისარგებლა თვალის ქირურგიული/ლაზერული ოპერაციის ერთჯერადი დაფინანსება/ანაზღაურებით, უფლება აქვს ისარგებლოს დამატებით ერთჯერადი დაფინანსება/ანაზღაურებით მეორე თვალზე.

4. მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება აღნიშნული მომსახურება შემდეგი ოდენობით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-ით, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა;

ბ) ამ მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

გ) ამ მუხლის პირველი    პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის   მოსარგებლეს  -მოთხოვნილი გადასახდელი / გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

5. ამ მუხლის, პირველი პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გადახდილი საფასურის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ სასწრაფო / გადაუდებელი ან სასწრაფო / დაყოვნებული ტიპის სამედიცინო მომსახურება.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას, არჩეული ექიმის/სამედიცინო პერსონალის მომსახურების საფასური (ჰონორარი; VIP პალატა), დაფინანსებას არ ექვემდებარება.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის, მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროთეზირების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება არჩეული იმპლანტის (ხელოვნური სახსარი) ღირებულებაც.

8. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების / ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან  (არსებობის  შემთხვევაში);

თ) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, წარმოსადგენ დოკუმენტებს დაემატოს: მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ი) გადახდილი სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემთხვევაში, ანგარიშფაქტურა / ინვოისი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა; 

10. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

 


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ავთვისებიანი სიმსივნის/ავთვისებიანი დაუზუსტებელი სიმსივნის დაავადების მქონე, მოსახლეობას დაუფინანსდება სამედიცინო გამოკვლევები, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ამბულატორიული მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, ასევე მედიკამენტები მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათას ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ვ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის          შემთხვევაში,      მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

 


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული სტაციონარული/დღის სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების გამო ჩატარებული მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება / აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ესაჭიროება თვალზე/თვალებზე ინექცია ინტრავიტრეალურ სივრცეში, დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი  დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ანგარიშ - ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში), ან სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო მომსახურების, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, დაფინანსების/ ანაზღაურების ოდენობის დასადგენად (საჭიროების შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (ბენეფიციარი) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის (ბენეფიციარის), მისი მინდობილი პირის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. არასრულწლოვანის          შემთხვევაში, მოსარგებლის (არასრულწლოვნის), მისი ერთ-ერთი მშობლის, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში. ხოლო საანგარიშო წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურების შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

 


მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით        განსაზღვრულ  პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა 100%-ით, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა / საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

 


მუხლი 6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, შემდეგი ოდენობით:

ა) ქრონიკული დაავადების (ეპილეფსია, ფსიქიკური დარღვევები, ცერებრალური დამბლა, გლაუკომა, გაფანტული სკლეროზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა) მქონე პირს, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

ბ) ქრონიკული დაავადების (დაავადებები გულის რიტმის დარღვევით) მქონე პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

გ) ქრონიკული დაავადების (თირკმლის უკმარისობა) მქონე პირს, რომელიც იმყოფება ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე და მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დაუფინანსდება ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში);

ვ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

თ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);

3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა
1. მუხლი მოიცავს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ძირითადი დიაგნოზის დადგენიდან, მაგრამ არანაკლებ 2 წლის ასაკიდან, 13 წლის ასაკამდე, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხების მქონე ბავშვები, რომელთაც აქვთ ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 80%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2200 (ორიათას ორასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

დ) მოსარგებლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);

ზ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

თ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია;

ი) ცნობა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, თუ რა სახის მომსახურების სერვისებით სარგებლობს ბენეფიციარი სახელმწიფო რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში).

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად, აუცილებელია ბავშვის ერთ-ერთი მშობელი დარეგისტრირებული იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის

1. 2026 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია/დროებით რეგისტრაციის მქონეა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 300 (სამასი) ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 350 (სამასორმოცდაათი) ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 400 (ოთხასი) ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი;

ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატოს 200 (ორასი) ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა, ერთჯერადად, შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 700 (შვიდასი) ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 800 (რვაასი) ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 900 (ცხრაასი) ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1600 (ერთიათასექვსასი) ლარი;

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის  რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) მშობლების რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2025 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად ან არ მიუღიათ.

 


მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება

 

1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი), რომელთა ერთ-ერთი მშობელი და ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისთვის, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 500 (ხუთასი) ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100 (ასი) ლარით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ყველა ბავშვის/არასრულწლოვანის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლების რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან არასრულწლოვანის ოჯახის შესახებ;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების   ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 10. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა/ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობა/ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) დევნილის მოწმობა/ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია 2025 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღია.

 


მუხლი 11. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

 

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდეს უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. თითოეული უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარი.

3. უპატრონო მიცვალებულად ჩაითვალოს მიცვალებული, რომელიც ცხოვრობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რომელსაც გარდაცვალების შემდეგ არ დარჩა ოჯახის წევრი, ნათესავი ან სხვა დაინტერესებული (დამკრძალავი) პირი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მიცვალებულის სარიტუალო მომსახურება.

4. ინფორმაციის მოწოდება, უპატრონო მიცვალებულის შესახებ, დაევალოს შესამაბისადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

 


მუხლი 12. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: დაზარალებული, მისი ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი დაზარალებული ოჯახის შესახებ.

3. ყოველთვიურად თანხის გადარიცხვა განხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარებისათვის კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებით სარგებლობისათვის აუცილებელია ოჯახის ერთ ერთი წევრი მაინც რეგისტრირებული იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
ამ მუხლით გათვალისიწინებულ ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 311);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 312);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 211);

დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (კოდი: 212);

ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების სტატუსი (კოდი: 300);

ვ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანები, რომლებსაც ომამდე ქონდათ მინიჭებული მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი (კოდი: 200).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები ყოველთვიურად მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შშმ ვეტერანები/შშმ პირები ყოველთვიურად მიიღებენ 100 (ასი) ლარს, კომუნალური და ყოფითი ხარჯების დასაფარად, ხოლო 17 ოქტომბერს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად მიიღებენ 200 (ორასი) ლარს.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა ან ვეტერანთა, რომლებსაც ომამდე ჰქონდათ მინიჭებული შშმ პირის სტატუსი, მონაცემების შესახებ;

ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვეტერანი, რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ვეტერანი, რომელსაც ომამდე ჰქონდა მინიჭებული შშმ პირის სტატუსი);

ვ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 14. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება
1. 14 აგვისტოს (აფხაზეთის ომის დაწყება) დღესთან დაკავშირებით ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ვეტერანები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501; 502),

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები, რომელთა მეუღლე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული.

 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ვეტერანი ან სხვა უფლებამოსილი პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსარგებლის ოჯახის წევრის ომში მონაწილეობის და დაღუპვის ფაქტი (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ვ) მოსარგებლესა და ომში დაღუპულს შორის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ზ) გარდაცვალების მოწმობა (პირველი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

თ) მოსარგებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის (მოსარგებლის) საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 15. უხუცესთა სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 95 წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:

ა) 95-99 წლამდე ასაკის უხუცესები;

ბ) 99 წელს გადაცილებული უხუცესები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უხუცესები ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უხუცესები ერთჯერადად, დახმარებას მიიღებენ 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უხუცესის მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის/მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) უხუცესის/მინდობილი პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 16. შშმ პირთა სოციალური დახმარება
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ბ) მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველ კვარტალურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის (შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) ერთჯერადად მიიღებენ დახმარებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ პირი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი)  ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) შშმ პირის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დასტურდება შშმ პირის ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიისადმი კუთვნილების ფაქტი, დამატებით უნდა იქნეს წარმოადგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა, შესაბამისი ფაქტის დასადასტურებლად.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის’’ მე-17 მუხლის, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდება მოხდეს, მოხსენებითი ბარათით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ

 


მუხლი 17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები ერთჯერადად მიიღებენ 1 ივნისისთვის – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 3 დეკემბრისთვის – შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება  (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 18. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს თავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ხანძრით დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი, თანდართული ხანძრით დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.

4. მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, წარმოდგენილი უნდა იქნეს ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან).

5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ხანძრის შედეგად მიყენებული მიახლოებითი ზარალის შესახებ.

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 


მუხლი 19. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც ცხოვრება უხდებათ ღია ცის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში ან ნებისმიერ სხვა ცხოვრებისთვის მიზანშეუწონელ ადგილას უზრუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ქირით.

2. საცხოვრებელი ფართის დაქირავების შემთხვევაში ყოველთვიური ქირის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის ბინის საკუთრების თაობაზე (განახლებული);

ე) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის წერილობითი დასაბუთება სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის მდგომარეობის შესახებ.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზ

 


მუხლი 20. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურება
1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომელთაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან/და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75000;

გ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებიც 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სარგებლობდნენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი არასრულწლოვანის შემთხვევაში;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შემთხვევაში);

ე) არასრულწლოვანის შემთხვევაში რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

3. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი, ბენეფიციარებისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, ერთჯერადად (გარდა 1-ლი და 2 იანვრისა).

5. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააღდგომოდ ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს, ხოლო საახალწლოდ, ერთჯერადად მიიღებენ 150 (ასორმოცდაათი) ლარს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ კუთვნილი მზა საკვებით ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოში კვებით, ან საკვების გატანით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა ისარგებლებენ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით.

8. უფასო სასადილოს საკვების ბინაზე მიტანის სერვისით სარგებლობისათვის, წარმოდგენილ უნდა იქნეს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს ბინაზე მიტანის სერვისის საჭიროების აუცილებლობა.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სერვისს ახორციელებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“.

10. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუწყდება:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) რეგისტრაციის ადგილის ცვლილების შემთხვევაში;

გ) ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ისეთი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც იგი ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე;

ე) ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში.

11. ბენეფიციარს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუჩერდება არაუმეტეს ორი თვით, პირადი განცხადების ან შეტყობინების საფუძველზე.

12. ბენეფიციარის ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობის უფლების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის დირექცია, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.


მუხლი 21. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება
ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას (გარდა ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“-ის უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახებისა), კერძოდ:

ა) ოჯახი, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით;

ბ) ოჯახი, რომლის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული, ან არ გააჩნია რაიმე შემოსავალი;

გ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები;

დ) მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ან მარჩენალდაკარგული/მარჩენალგარდაცვლილი/ობოლი ბავშვიანი ოჯახები (ოჯახი, რომელსაც ყავს 18 წლამდე შვილი/შვილები);

ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე ღარიბი/ღატაკი, ბავშვიანი ოჯახი;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტუბერკულოზით დაავადებული (ტუბერკულოზის რეზისტენტული და სენსიტიური ფორმა) მოქალაქეები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასურსათო პაკეტებით. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ;

ბ) განმცხადებლის/ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა შემოსავლების შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „ბ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ე) შესაბამისი დოკუმენტი რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის/სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „გ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ვ) შესაბამისი დოკუმენტი მარტოხელა დედის სტატუსის შესახებ (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ზ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ამ მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

თ) დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლი (ამ მუხლის, პირველი პუნქტის' „ე“ ქ/პუნქტის შემთხვევაში);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, ამ მუხლის, პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);

4. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.


მუხლი 22. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე ან პერიტონეულ დიალიზზე, მიიღებენ სოციალურ დახმარებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები მიიღებენ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებისას მხედველობაში მიიღება ბენეფიციარისათვის ჰემოდიალიზის პროცედურის დანიშვნის თარიღი.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: პროგრამით მოსარგებლე პირი, მისი ოჯახის წევრი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მოსარგებლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარზე.

 


მუხლი 23. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება

 

1. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახები და ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ოჯახები.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ, უზრუნველყოფილნი იქნებიან სასურსათო პაკეტებით. თითოეული სასურსათო პაკეტის ღირებულება განისაზღვრება არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა (ოჯახების) მონაცემების შესახებ;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ჰუმანიტარული სტატუსით მოსარგებლის დროებითი ბინადრობის მოწმობის ასლი;

ე) ცნობა/დამადასტურებელი დოკუმენტი, ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობის შესახებ საქართველოში.

4. 2026 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“-ის 24-ე მუხლით განსაზღვრული ბენეფიციარები/, რომლებიც სარგებლობდნენ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

 


მუხლი 24.   ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები, ასევე დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა მშობელი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი ან ბავშვს აქვს შშმ პირის სტატუსი, მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა გარდაცვლილი მშობელი იყო ომის ვეტერანი და შესაბამისად ბავშვი ან/და ცოცხალი მშობელი არის მარჩენალდაკარგული, მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ობოლი ბავშვები, მათ შორის ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარები, საანგარიშო წლის არაუადრეს პირველი სექტემბრისა, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით;

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მშობლის/მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლის/მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მშობლის/ბავშვის (ამ მუხლის I-ლი პუნქტის შემთხვევაში);

ვ) მარჩენალდაკარგულის შემთხვევაში ვეტერანის მოწმობა/ცნობა, შესაბამისი სამსახურიდან (ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში);

ზ) ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მშობლების/მშობლის გარდაცვალების მოწმობების/მოწმობის ასლი;

ი) მშობლის/მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

5. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე

 


მუხლი 25. გარდამავალი დებულებანი
1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.

2. ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღარიბი ოჯახი არის - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

3. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოქალაქეთათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევარზე მეტი.

4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შემთხვევაში გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

5. 2025 წელს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვა შესაძლოა განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან.

6. ამ წესის წინამდებარე მუხლებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში, ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა მინიჭებული უნდა იყოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური, კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია, გარდა მხედველობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად რეკომენდირებული რეფრაქციული ქირურგიისა (მხედველობის ლაზერული კორექცია);

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით), გარდა ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. წინამდებარე წესის თითოეული მუხლით (გარდა მუხლი 8-ით, მუხლი 9-ით, მუხლი 17-ით, მუხლი 20-ით, მუხლი 21-ით, მუხლი 22-ით, მუხლი 23-ით და მუხლი 24-ით მოსარგებლე ბენეფიციარებისა და 2026 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევისა) მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ წესის ძალაში შესვლის დღემდე რეგისტრირებული მოქალაქეები.

9. 0-18 წლამდე ასაკის ბენეფიციართათვის, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით გათვალისწინებული ბენეფიციარის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში.

10. ამ წესის მიზნებისათვის, ბენეფიციარებად, გარდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისა, განისაზღვრებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები (ოჯახები).

 


მუხლი 26. დასკვნითი დებულებანი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.