დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.111.016634 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (ს/კ 415112149 ). |
| მუხლი 2 |
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესი“ (დანართი №1).
2. დამტკიცდეს თანდართული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა (დანართი №2). 3. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა (დანართი №3). 4. დამტკიცდეს თანდართული ახსნა-განმარტების ფორმა (დანართი №4). 5. დამტკიცდეს თანდართული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №5). 6. დამტკიცდეს თანდართული გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №6). 7. დამტკიცდეს თანდართული სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №7). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის №12/46 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.111.016546). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები