საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1262-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102991
1262-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
020000000.05.001.102991
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია, როგორც ერთჯერადად, ისე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ან/და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობით, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ამ კოდექსის 1564 მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, აგრეთვე არასრულწლოვანის მიერ ამავე კოდექსის 1813 მუხლით ანდა 1817 მუხლით  გათვალისწინებული ქმედების ჩადენით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ამ ცენტრისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1262-IVმს-XIმპ