დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 558 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.10.003.025452 |
|
სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულება“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №172 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულება
|
მუხლი 1
1. სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში – კომისია) და სამუშაო ჯგუფის (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი) სტრუქტურას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 2. კომისია და სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ზ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი; ნ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედის კომისიაში შემავალი ყველა სახელმწიფო უწყების პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი. 3. კომისიისა და სამუშაო ჯგუფის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი. მუხლი 3 1. კომისიის ამოცანაა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის შემუშავების, გადახედვისა და განახლების პროცესის კოორდინაცია, განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა. 2. კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს კომისიის მოთხოვნა. მუხლი 4 1. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში. 3. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს კომისიის საქმიანობას, ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ კომისიის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს. 4. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 5. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 6. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრი აფიქსირებს დადებით ან უარყოფით პოზიციას გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი. მუხლი 5 1. სამუშაო ჯგუფის ამოცანაა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის პროექტების შემუშავება, გადახედვა, განახლება და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიწვიოს ექსპერტები, ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს სამუშაო ჯგუფის მოთხოვნა. მუხლი 6 1. სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. 2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში. 3. სამუშაო ჯგუფის სამდივნო უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, ამზადებს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს, უგზავნის მათ სამუშაო ჯგუფის წევრებს და ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს. 4. სამუშაო ჯგუფის სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან სამუშაო ჯგუფის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე. 5. სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 6. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. სამუშაო ჯგუფის წევრი აფიქსირებს დადებით ან უარყოფით პოზიციას გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ხმა. 7. სამუშაო ჯგუფის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი და სამდივნოს წარმომადგენელი. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები