სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთებისა და მათი რეორგანიზაციის შესახებ

სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთებისა და მათი რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025453
560
22/12/2025
ვებგვერდი, 22/12/2025
040030000.10.003.025453
სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთებისა და მათი რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №560

2025 წლის 22 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთებისა და მათი რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტრუქტურულ ერთეულად მიერთება, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტი ჩაითვალოს სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში ასახული ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), ფინანსური სახსრები (გარდა საბიუჯეტო სახსრებისა), მიმდინარე აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე, მისი კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა საინფორმაციო და კვლევითი რესურსები აღირიცხოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში. სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში ასახული უძრავი ქონება აღირიცხოს საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებაში.

4. დაევალოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს 2026 წლის 1 იანვრამდე:

ა) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და მათი გამოცემის/მიღების მიზნით;

ბ) უზრუნველყონ, ამ დადგენილების შესაბამისად, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 2
1. სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი/დირექტორის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 2026 წლის 1 იანვრიდან.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის, სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრში დასაქმებული პირები (საშტატო და შტატგარეშე პოზიციებზე დასაქმებული პირები) 2026 წლის 1 იანვრიდან გადაინიშნონ სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, რომლებიც მათ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას თანამდებობებზე/პოზიციებზე.

მუხლი 3
სსიპ − ჩერქეზულმა (ადიღეურმა) კულტურის ცენტრმა და სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყონ, ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადასაცემად.
მუხლი 4
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2.  ამ  დადგენილების  პირველი  მუხლის  პირველი  −  მე-3  პუნქტები  და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე