დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.137.016817 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტი, სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში სამჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ის ოდენობით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს მე-11, მე-12, დამე-13 პუნქტებიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამმუხლისპირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულისამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებისთვის დაფინანსება ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებულდა სოციალურად დაუცველ პირებზერომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-150000 ქულის ჩათვლით. 12. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულიაპირი რომელიც ჩამოთვლილთაგ ანაკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც: ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი; ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი; გ) არის მარტოხელა პენსიონერი; დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი; ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი. 13. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, რომელთა სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯს ნაწილობრივ აფინანსებს სადაზღვეო კომპანია (სახელმწიფო, კერძო და სხვა) და ბენეფიციარის დარჩენილი დავალიანება შეადგენს 0-300 ლარის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარის დაფინანსება გაიცემა მეორედ 50%-ით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები