,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016818
45
22/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
280010000.35.137.016818
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2025 წლის 22 დეკემბერი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანები.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, კალენდარული წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ერთჯერადად.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოჯახს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-150 000 ქულის ჩათვლით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით – ერთსულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორსულიან ოჯახზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, სამ- და მეტსულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით;“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„X თავი

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანების სოციალური დახმარება“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი27. დახმარების სახე და ოდენობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ( I, II და III ჯგუფი) ომის ვეტერან პირებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანი პირი ან კანონიერი წარმომადგენელი);“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ომის ვეტერანის მოწმობა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი