„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016971
2-788
25/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
340050000.22.023.016971
„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-788

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
„ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებაში (ვებგვერდი,  20/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016476) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის“:
1. მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ე) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სერტიფიცირების მომენტისთვის ღვინის კომპანიაში არსებული პროდუქციის ნაშთების არსებობის დადასტურება;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)   სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შესაბამისად  ინფორმაცია ღვინის კომპანიაში არსებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ყურძნის წვენის ან/და ყურძნის ტკბილის რაოდენობის (განაცხადში მითითებული რაოდენობის გამოკლების გათვალისწინებით) და წარმოშობის შესახებ (დანართი №3);“.

3. მე-11 მუხლის  მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეადგენს 18 თვეს მისი გაცემის დღიდან და გულისხმობს პროდუქციის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისათვის გათვალისწინებულ პერიოდს. აღნიშნულ პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული, სერტიფიცირებული პროდუქცია არ საჭიროებს განმეორებით სერტიფიცირებას.’’.

4. დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი