დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.136.016477 |
1
22/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
010250020.35.136.016477
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის N 24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.136.016183) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
№1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები, მათ მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ყოველთვიური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 990 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები