დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.017652 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. მოსარგებლე – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადმინისტრაციული ორგანოები, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთა სატრანსპორტო საშუალებაზე სარგებლობის უფლების წარმოშობა დასტურდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტებით. ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში მოსარგებლედ ასევე მიიჩნევა ლიზინგის მიმღები.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ნომრიან აგრეგატებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირების, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ან სარგებლობის უფლება.“. 3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) ან სამეწარმეო იურიდიულ პირზე (რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო) არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. 4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24 1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით: ა) მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით ან უფლების გადაცემის ბარათით; ბ) მესაკუთრე იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან უფლების გადაცემის ბარათით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით; გ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მოსარგებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე, ამასთან, სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით; დ) უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე; ე) მოგირავნის განცხადების საფუძველზე, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებულია გირავნობა და: ე.ა) გირავნობის გარიგება ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მესაკუთრისაგან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე; ე.ბ) მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო მოგირავნეს წარმოშობილი აქვს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება; ე.გ) მოგირავნე ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციას; ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ლიზინგის მიმღები: ვ.ა) ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით; ვ.ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარგებლე სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) და სამეწარმეო იურიდიული პირის, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო, სახელზე სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია/დოკუმენტი იურიდიული პირის სახელმწიფო ორგანოს მიერ დაფუძნებისა და აქციათა ან წილის 50%-ზე მეტის ფლობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები