დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54705 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 23/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016087 |
54705
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
140080000.42.047.016087
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანება.
|
| მუხლი 2 |
1.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე გრძელვადიანი (ოთხწლიანი) კონტრაქტის საფუძველზე მიღებული პირები, რომლებსაც საკონტრაქტო ვადა ეწურებათ 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, 2026 წლის 1 იანვრიდან ჩაირიცხონ საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში.
|
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საქართველოს თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვალოთ ერთობლივად საკონტრაქტო და საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურედ უწყვეტად სამსახურის გავლის 4 წლის შესრულების დღიდან.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ძალაში შევიდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები