,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.158.016675
29
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
010250040.35.158.016675
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2025 წლის 23 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „დ.დ“ და  „დ.ე“  ქვეპუნქტების,  საქართველოს  ორგანული კანონის  „ნორმატიული  აქტების შესახებ“  მე-20  მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების  შესაბამისად, შევიდეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 20 ნოემბრის №48 დადგენილების (matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.158.016373) დანართ №1-ში.

მუხლი 1
1.  დანართ №1-ის  მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი სვანიძე