წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016783
37
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
190020020.35.122.016783
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილების პირველი მუხლით  დამტკიცებული წესის დანართი №1-ის   (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი  www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016327, 25/09/2015) პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქცით:

„მუხლი 1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს თვეში  984 ლარის  ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი