დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016528 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 70-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 25/12/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016493), როგორც შემოსავლების ნაწილში, ასევე ხარჯების ნაწილში, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ცვლილებების შეტანის საკითხი და
დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №23 დადგენილებაში.
|
| მუხლი 2 |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 43,926.7 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გადასახადები 26,319.4 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის გრანტები 14,735.7 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2,871.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 7. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯები 31,637.4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 8. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 17,575.8 ათასი ლარით, მათ შორის: ა) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 18,160.7 ათასი ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 584.9 ათასი ლარით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 9. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში (ათას ლარებში)
მუხლი 10. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-5,286.5) ათ. ლარის ოდენობით, ხოლო საოპერაციო სალდო 12,289.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-5,356.6) ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 12. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს (-70,1) ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 105.2 ათას ლარს, ხოლო 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იქნება 35.1 ათასი ლარი. თავი II სამტრედიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები 1. პრიორიტეტი: ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00 ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - რებილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვ დარგების განვითარების. ა) პროგრამა: გზების, ხიდების, ბოგირების და ინფრასტრუქტურის სხვა ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მაგრამ გრძელვადიანი საჭიროებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში რეაბილიტირებული ქუჩების ნაწილი ითხოვს კაპიტალურ შეკეთებას. ქალაქში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. ტროტუარები საჭიროებს განახლებას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქალაქის იერსახეს და ქვეითთა გადაადგილების კომფორტულ გარემოს. კორპუსების ეზოები საკმაოდ არის დაშორებული კეთილმოწყობილი ცენტრალური თუ მეორეხარისხოვანი გზიდან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს ტრანსპორტით თუ ფეხით მოუწესრიგებელი ტერიტორიის (ეზოების) გავლით უწევთ გადაადგილება. საჭიროა მრავალსათულიანი ბინების ეზოებიდან ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ცენტრალურ და მეორეხარისხოვან გზებამდე მისასვლელად უწევთ ქვიშა-ხრეშოვანი გზებით სარგებლობა, გზის საფარის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თითქმის ყველა სოფლის შიდა გზების უმეტესობა ამ ეტაპზე საჭიროებს მოხრეშვითი სამუშაოების ჩატარებას. ზამთრის სეზონის პერიოდში ასევე აუცილებელი ხდება მაღალმთიანი სოფლების შიდა საავტომობილო გზებზე და ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რისთვისაც გამოიყენება მძიმე ტექნიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქისა და სოფლების სხვადასხვა უბნებში სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირებისათვის გასაწმენდია ზედმეტი ნატანისაგან დალექილი არხები, საჭიროა ნიაღვარმიმღები ობიექტების რეაბილიტაცია ქუჩებზე, რომლებზეც დაგეგმილია გზის კაპიტალური სამუშაოები, მოსაწყობია ახალი ბოგირები, ცხაურები და ხიდ-ბოგირები. პროგრამის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური გზის (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბ) პროგრამა: კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და თვითმმართველი ერთეულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა. კერძოდ, გარე განათების ქსელის მოწყობა, არსებულის მოვლა, ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობა. მოსახლეობისთვის წყლის შეუფერხებელი მიწოდება. გარე განათების სისტემის გაფართოება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების მოვლა, დასუფთავება. ბ.ა) ქვეპროგრამა: ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ვერ ახორციელებენ ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონების დამოუკიდებელ მოვლა-პატრონობასა და განვითარებას. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავი მთლიანად აზიანებს ჭერსა და მაღალ სართულებზე განთავსებულ ბინებს. არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ფასადები სიძველის გამო გამოსულია მწყობრიდან, საიდანაც ხშირ შემთხვევაში ცვივა ბათქაში და იქმნება საფრთხე. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთარი და საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებული პროექტებითა და ღონისძიებებით მუნიციპალიტეტი აქტიურად ეხმარება მოსახლეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საცხოვრებელი გარემო და ქმნის ხელსაყრელ პირობებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის. პროგრამის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნის საფუძველზე მობინადრეთათვის გაუმჯობესებული, თანაბარხელმისაწვდომი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ამხანაგობების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. ბ.ბ) ქვეპროგრამა: წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი სასმელი წყლის სოკოების, შადრევნების წყლის ხარჯების დაფინანსება.ასევე განხორციელდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია;მოწყობა-მომსახურება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მაღალმთიან ზონაში) არსებული წყლის სისტემები მოითხოვს რეაბილიტაციას და ასევე უნდა მოეწყოს ახლი სისტემები. სასმელი წყლის რეზერვუარები გამოსულია მწყობრიდან, საჭიროებს აღდგენას. პროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის წყლის შეუფერხებელი მიწოდება და დაზიანების სწრაფი აღმოფხვრა. რეაბილიტირებული სასმელი წყლის სისტემა უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის უწყვეტ წყლის მიწოდებას და ხარისხის გაუმჯობესებას. ბ.გ) ქვეპროგრამა: გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გარე განათების სისტემის გაფართოება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისა და გარე განათების სისტემის გაფართოება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კომფორტული გარემოს შექმნა, განათებულ ქუჩებში მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება. კრიმინოგენური ფაქტორების შემცირება. დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად მოძრაობისათვის აუცილებელია ქალაქის განათება, არსებული ქსელის რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა. ახალი სანათების შეძენა მონტაჟი. პროგრამის მიზანია მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა. გ) პროგრამა: მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, რომელიც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის იერსახეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და თვითმმართველი ერთეულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა. კერძოდ, ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია; გამწვანების ზოლების მოწყობა; ხეებისა და მცენარეების დარგვა, ჩანაცვლება და მოვლა-პატრონობა; მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოწყობა, შეკეთება და მოვლა-პატრონობა; გ.ა) ქვეპროგრამა: საკადასტრო რუქების მომზადება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (პროგრამული კოდი 02 03 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ზუსტი აღრიცხვა და ბალანსზე აყვანა. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დარეგისტრირებული შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების დამზადება, აგრეთვე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარების ორგანიზებას, საექსპერტო კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის ან აქტის შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას. გ.ბ) ქვეპროგრამა: სკვერების მოწყობა და კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების საჭიროებს რეაბილიტაციას, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, სკამები, გაზონები. ზოგი მათგანი საჭიროებს შეღობვით სამუშაოებს და განათების მოწყობას. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იპოდრომის ტერიტორია საჭიროებს კეთილმოწყობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერები და გაზონები მოითხოვს გამწვანების სამუშაოების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მგზავრთა მოსაცდელები სიძველის გამო ამორტიზირებულია და საჭიროებს განახლებას. აღნიშნული პროექტით შეიქმნება ახალი დადასვენებელი კერები და გაუმჯობესდება იერსახე. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება. დ) პროგრამა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 02 04) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებისთვის პრიორიტეტული სოციალ-ეკონომიკური პროექტები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული იქნება სოფლის მოსახლეობა. პროგრამით გათვალიწინებული თანხა წარიმართება სოფლის პირველი რიგის სოციალ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად. ე) პროგრამა: სოფლის მეურნეობის განვითარება პროექტები (პროგრამული კოდი 02 05) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საექსპერტო მომსახურეობის ჩატარება და საპრივატიზებო საფასურის/სარგებლობის ქირის განსაზღვრას. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, რომელიც უზრუნველყოფს სახნავი ფართობების აგროვადებში დამუშავებასა და მოსავლის დროულ გატანას; სახნავი ფართობების შემოღობვას, რაც უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისაგან სავარგულების დაცვას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიმდებარე არხების გაწმენდა რეაბილიტაციას, რაც უზრუნველყოფს სახნავი ფართობების ჭარბი ტენისაგან და დაჭაობიანობებისაგან თავიდან აცილებას. 2. პრიორიტეტი: დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, უზრუნველყოფილი იქნება სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ქალაქის იერსახის გაუმჯობესება არსებული სკვერების, პარკების კეთილმოწყობით, სანერგე მეურნეობის მოწყობა-ექსპლოატაციით, მწვანე ნარგავების მოვლით. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება მაწანწალა ძაღლები. ა) პროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა-დასუფთავებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მის გატანას, აგრეთვე, სანიაღვრე და საწრეტი არხების დანალექებისაგან გაწმენდა-გატანას, გარე განათების ქსელების მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, ესთეთიკურად ლამაზი ქალაქი, განათებული მუნიციპალიტეტი, ქალაქის გაწმენდილი არხები ბუნებრივი ნალექისგან. ბ) პროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ქალაქის იერსახის გაუმჯობესება არსებული სკვერების, პარკების კეთილმოწყობით, სანერგე მეურნეობის მოწყობა-ექსპლოატაციით, მწვანე ნარგავების მოვლით. აგრეთვე, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პარკების სანიტარული დაცვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პანთეონების და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება. გ) პროგრამა: დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: დასუფთავების ღონისძიებები - სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. 3. პრიორიტეტი: განათლება (პროგრამული კოდი 04 00 ) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე, პროგრამაში შემავალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უმთავრესი მიზანია ახალი თაობის აღზრდა თანამედროვე მეთოდებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, სკოლის გარეშე დამატებითი განათლების უზრუნველყოფა. ა)პროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ ”სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო და ბაგა-ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1200 ბავშვი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის დახვეწა. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ასევე, განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. სკოლამდელი გაერთიანება მოწოდებულია და მიზნად ისახავს მოამზადოს ბავშვი ფიზიკურად, ჩამოაყალიბოს მორალურად და ინტელექტუალურად. ბაღების გაერთიანება აქტიურად მუშაობს თემატური პროექტების, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ამასთან, ხელს უწყობს შშმ ბავშვთა ჩართულობას სასაწავლო პროცესში. სკოლამდელი აღზრდა ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული უნარების განვითარებას, არამედ ბავშვის პიროვნული განვითარების ხელშეწყობასაც. ბ) პროგრამა: ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები და აგრეთვე, დაფინანსდება საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. გ) პროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: ფინანსდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, რომელიც 24 დასახელების სხვადასხვა წრეში აერთიანებს 500-მდე მოსწავლეს, მ.შ: გოგონა - 300; ვაჟი - 200. ემსახურება მოსწავლის ინტერესების დაკმაყოფილებას და მორგებულია მოზარდთა გამოწვევებსა და ინტერესებზე. ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. არაფორმალური დამატებითი სწავლების ორგანიზებას. ხარისხიანი განათლების მიცემას თავისი ბენეფიციალებისათვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის პოტენციალის განვითარებას. ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას, რათა შეეძლოთ პროექტების მართვა, ღონისძიებების მენეჯმენტისთვის აუცილებელი უნარების განვითარება. საქმიანი კავშირების გაფართოება. საჯარო სკოლებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, საზოგადოებასთან. თავისუფალი დროის სწორი დაგეგმარება. ჩატარდება სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში. შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო შემაჯამებელი კონცერტები, გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა დაგეგმილი შიდა ღონისძიებებისათვის. დ) პროგრამა: სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები) მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (ბაღები და ბაგა-ბაღები) სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა და სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ბაგა-ბაღების გარკვეული ნაწილი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, გაუუმჯობესდებათ პირობები. გარემონტდება ოთახები, სამზარეულოები, სველი წერტილები. შეიცვლება ინვენტარი. ეზოებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები. 4. პრიორიტეტი: კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ა) პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა.ა) ქვეპროგრამა: სპორტული ღონისძიებების დაფინანსება და სპორტული მოედნების მშენებლობა და რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის აღწერა: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვდასხვა სახეობების ხელშეწყობა. პროგრმის ფარგლებში ხორციელდება:
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სტადიონების მშენებლობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ღირებულება და ახალი სტადიონების მოწყობა და არსებულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება. ა.ბ) ქვეპროგრამა: სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორცილედება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, სპორტსმენთა კვებით უზრუნველყოფა, შეკრებებისა და მივლინებების განხორციელება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადება წლიური საწრთვნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისთვის მომზადება, მათთვის სოციალური პირობების შექმნა. 2025 წლის განვალობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: • ა(ა)იპ საცხენოსნო სპორტული კლუბი; • ა(ა)იპკომპლექსური სპორტული სკოლა; • ა(ა)იპ საფრენბურთო კლუბი ”ჯიკო ”; • ა(ა)იპ ხელბურთელთა კლუბი ”სამტრედია”; • შპს სპორტული კომპლექსი ”სამტრედია ”; • ა(ა)იპ რაგბის კლუბი „ფენიქსი“; • ა(ა)იპ საჭიდაო კლუბი " ფალავანი". ა.ბ.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "საცხენოსნო სპორტული კლუბი" (პროგრამული კოდი 05 01 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საცხენოსნო სპორტული კლუბი მუნიციპალიტეტში ინარჩუნებს ცხენოსნობის უძველეს ეროვნულ სახეობებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს ორთოპედიული დაავადებების მქონე პირებს. გარდა ამისა, ქმნის საჭირო პირობებს ახალგაზრდა ცხენოსანი სპორტსმენების განვითარებისთვის, რათა სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბი კვლავ მრავალჯერ იყოს საქართველოს ჩემპიონი. იგი ერთადერდი საცხენოსნო კლუბია იმერეთის რეგიონში. ა.ბ.ბ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "კომპლექსური სპორტული სკოლა" (პროგრამული კოდი 05 01 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სკოლის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა და მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ტრადიციების შენარჩუნება-გაძლიერება. ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობათა ჯგუფებში. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია ბიუჯეტიდან სპორტის სუბსიდირების თვალსაზრისით დაფინანსება, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა გამოავლინონ მათი სპორტული შესაძლებლობები. ა.ბ.გ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ " საფრენბურთო კლუბი ჯიკო" (პროგრამული კოდი 05 01 02 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საფრენბურთო კლუბი „ჯიკო“-ს ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის ქალთა გუნდური სახეობბების ზოგადად და კერძოდ ქალთა ფრენბურთის პროპაგანდა, პოპულარიზაცია და დამკვიდრება. საფრენბურთო კლუბი „ჯიკო“ წარმოდგენილია ფრენბურთელ ქალთა გუნდით „ჯიკო“ და შესაბამისად კლუბის პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე საწვრთნელი პროცესის ფორმებისა და მეთოდების დანერგვით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებასა და სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნას, შეჯიბრებებისათვის ინტესიური მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზებას, მონაწილეობის მიღებას, როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო შეხვედრებში, მწვრთნელთა სპორტულ-მეთოდური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით სწავლებებში მონაწილეობის მიღებას, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო ორგანიზაციის - სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, ასევე სპორტის სახეობათა ფედერაციებისა და სხვა სპორტული ორგანიზაცია დაწესებულებათა მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, ტრენინგებში, სემინარებში და ა.შ. საწვრთნელ პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე გუნდ „ჯიკო“-ს წევრთა უზრუნველყოფას ეკიპირების სრული კომპლექტით, ბურთებით, ტრენაჟორებით და ა.შ. საფრენბურთო კლუბი „ჯიკო“-ს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე ფრენბურთელ ქალთა გუნ „ჯიკო“-ს შევსება ადგილობრივი მოთამაშეებით, უმცროსი ასაკის ჯგუფების შექმნითა და პერსპექტიული მომავალი თაობის აღმოჩენით. ამავე დროს პროგრამა მიზნად ისახავს სპორცმენთა მოზიდვას მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარედანაც. ა.ბ.დ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "ხელბურთელთა კლუბი სამტრედია" (პროგრამული კოდი 05 01 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ააიპ ხელბურთელთა კლუბი “სამტრედია“ ემსახურება სპორტის მასობრიობას და პოპულარიზაციას, მოზარდი თაობის ჩაბმას სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მის დამკვიდრებას მოზარდ თაობაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაერთიანდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში როგორც ვაჟები, ისე გოგონები, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მასშტაბით (საჭიროების შემთხვევაში საზღვრებს გარეთაც) ჩატარებულ სხვადასხვა ჩემპიონატებსა და ტურნირებში. შეინარჩუნონ არსებული ტრადიციები და მოიპოვონ ახალი წარმატებები. მომავალში მათ უნდა წარმოადგინონ და ასახელონ სამტრედიის მუნიციპალიტეტი საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთაც. ა.ბ.ე) ქვეპროგრამა: შპს"სპორტული კომპლექსი სამტრედია" (პროგრამული კოდი 05 01 02 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ასევე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობასა და მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში. შპს ,,სპორტული კომპლექსი–სამტრედია“ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატურ სპორტულ–გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. შპს ,,სპორტული კომპლექსი–სამტრედია“ არის სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის, სპორტული დარბაზის, საცურაო აუზის, მინი საფეხბურთო მოედნების და მისი მიმდებარე ტერიტორიების დროებით მოსარგებლე. მისთვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამ ტერიტორიის მოვლა შენახვა და მოსწავლეთათვის, შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს სპორტსმენთათვის, ქალაქისა და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის მატერიალურ–ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს ძირითად საქმიანობაში შედის საცურაო აუზით, საფეხბურთო მინი მოედნებით, ცენტრალური საფეხბურთო მოედნითა და სპორტული დარბაზით მომსახურეობა. მისი მიზანია მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა მოზარდი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდაში. ცენტრალური საფეხბურთო მოედანი სამტრედიის მუნუციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების თანახმად უფასოდ ემსახურება საფეხბურთო სპორტულ კლუბ სამტრედიას და სპორტული სკოლის აღსაზრდელებს. ეხმარება და უზრუნველყოფს მათ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და მათი ვარჯიშისა და მატჩებისთვის საუკეთესო პირობებით. მისი მიზანია, ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, შპს სპორტული კომპლექსი-სამტრედიას ჰყავს ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირებსა თუ ღონისძიებებში. ცდილობს რაც შეიძლება მრავლად ჩაერთოს სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მოსწავლე ახალგაზრდობა. საცურაო აუზი დატვირთულია მთელი წლის განმავლობაში. აქ მაქსიმალურად დაცულია ჰიგიენური პირობები, ცურვის სპეციალისტი და მასაჟისტი ემსახურება სქოლიოზით დაავადებულ მოზარდებს. ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩები და ტარდება სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებები. შპს ,,სპორტული კომპლექსი-სამტრედია“-ს თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ მოედნის პირობები აკმაყოფილებდეს, ნებისმიერი ლიგის სტანდარტებს. სპორტულ დარბაზში, ტარდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მაქსიმალური პირობების დაცვით. ა.ბ.ვ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ „რაგბის კლუბი ფენიქსი“ (პროგრამული კოდი 05 01 02 06) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რაგბის "კლუბი ფენიქსი" ემსახურება სპორტის მასობრიობას და პოპულარიზაციას, მოზარდის თაობის ჩაბმას სპორტულ-გამაჯანსაღებელ საქმიანობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რაგბის "კლუბი ფენიქსი"-ს მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტში რაგბის განვითარების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, მომავალი თაობის ჯანმრთელი და სწორი მიმართულებით განვითარება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ვაჟებსა შორის. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში. აგრეთვე საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ გამართულ ჩემპიონატებში და ტურნირებში მონაწილეობა, არსებული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი წარმატებების მოპოვება, წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდების კანდიდატების მომზადება. სპორტული ღონისძიებათა კალენდარის შემუშავებითა და შესრულებით სპორტული რეზერვების მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა. ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდა. ა.ბ.ზ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბი "ფალავანი" (პროგრამული კოდი 05 01 02 07) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ჭიდაობის განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის შესწავლაში, შერჩეული სპორტსმენების მზადების საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება. სამინისტროების ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის წარმოება. მონაწილეობის მიღება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სპორტის სახეობათა ფედერაციებისა და სხვა სპორტულ ორგანიზაცია-დაწესებულებათა მიერ ორგანიზებული კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებში და სხვა სპორტღონისძიებებში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბი ,,ფალავანი“-ს სასპორტო-საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს: ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები, ინდივიდუალური წესით მეცადინეობები, რომელიც (ინდივიდუალური და პერსპექტიული გეგმების შესაბამისად) აუცილებელია დახელოვნებისა და დაოსტატების ეტაპზე. ბ) პროგრამა: კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) ქვეპროგრამა: სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სკოლების მიზანია ცოდნის მიცემა მუსიკის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განათლებულ-კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებას, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოვლენას, მოზარდთა მხატვრული აზროვნების, გემოვნებისა და წარმოსახვის უნარის ჩამოყალიბებას, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მოზარდთა მომზადება კონკურსებისათვის და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლისათვის. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მუსიკალური სკოლები:
ბ.ა.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის N1 სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დომენტი შანიძის სახელობის N1 სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, როგორიცაა საფორტეპიანო, ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, საყვირი, ხალხური საკრავები, საესტრადო. ირიცხება 187 მოსწავლე. ბ.ა.ბ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N2 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N2 სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 130 მოსწავლე, მათ შორის 35 ვაჟი და 85 გოგონა. ბ.ა.გ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 52 მოსწავლე. ბ.ა.დ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებშიფინანსდება ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის თემის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები სკოლაში ირიცხება 80 მოსწავლე, მათ შორის 24 ვაჟი და 56 გოგონა. ბ.ა.ე) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 114 მოსწავლე, მათ შორის 77 გოგო და 37 ვაჟი. ბ.ა.ვ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01 06) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის სამუსიკო სკოლის მიმდინარე ხარჯები. სკოლაში ირიცხება 73 მოსწავლე, მათ შორის გოგო - 45 და ვაჟი - 28. ბ.ა.ზ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეა (პროგრამული კოდი 05 02 01 07) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა-გალერეას ძირითადი მიზანია პირობები შეუქმნას სამტრედიაში მოღვაწე მხატვრებს თავიანთი შემოქმედების წარმოსაჩენად. ამავე დროს მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს ეროვნული კულტურის მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. მხატვართა დაინტერესებისა და სტიმულირებისთვის მოეწყოს გამოფენა-გაყიდვები. სამხატვრო სკოლა-გალერეას ამოცანა ხელოვანთა შემოქმედების პროპაგანდაა. განახლდება გალერეაში არსებული ფერწერული ტილოების ფონდი, რაც გულისხმობს თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების შეძენას და ამავდროულად, ფონდში დღემდე დაცული რამდენიმე ფერწერული ტილოს აღდგენა-რესტავრაციას. ბ.ბ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების კულტურული შემეცნებითი, საგანმანათლებლო მოღვაწეობის, დასვენებისა და გართობის უზრუნველყოფა, ახალი თაობის აღზრდა სახელოვნებო სფეროში. თეატრალურ, ქორეოგრაფიული და მუსიკალური საქმიანობის ხელშეწყობა. სოფლებში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმინაობის განვითარება. თანამშრომლობა ადგილობრივდა მეზობელ მუნიციპალიტეტს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობის მისაწვდომობის მიზნით საქმიანი კავშირების გაფართოება სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან, საჯარო სკოლებთან და სკოლამდელ დაწესებულებებთან. საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობა (მოყვარული-სტატუსით) თეატრალურ, სამუსიკო და ქორეოგრაფიულ დარგში და მათი მონაწილეობა ფესტივლებში, კონკურსებში. თავისუფალი დროის სწორი დაგეგმარება და ურთიერთთანამშრომლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან და მეზობელი მუნიციპალიტეტების ხელოვანებთან. საკლუბო მუშაობის გაფართოება. ადგილობრივი მედია სივრცის ათვისება. ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურულ-შემცნებითი ხასიათის ღონისძიებები, შემოქმედებითი ჯგუფების საანგარიშო შემაჯამებელი კონცერტები. ბ.გ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სამტრედიის მუნიციპალიტეტის „საბიბლიოთეკო გაერთიანება“ აერთიანებს 10 ბიბლიოთეკას. იგი ორიენრიტებულია ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას და აღზარდოს წიგნიერი თაობა. საბიბლიოთეკო გაერთიანება მუშაობს საბიბლიოთეკო ფონდის ელექტრონული კატალოგიზაციის მიმართულებით. მიზანია მოსახლეობის მომსახურეობა საბიბლიოთეკო ფორმებით და მეთოდებით, ახალი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან და სხვა. გ) პროგრამა: შპს ” სამტრედიის მაცნე ” (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის აღწერა და მიზანი: გაზეთი „სამტრედიის მაცნე“ ერთადერთი გაზეთია მუნიციპალიტეტში, რომელიც მაქსიმალურად აშუქებს მოსახელობის ყოფა-ცხოვრებას, ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს, ასევე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს. წინა პლანზე გამოაქვს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული თემები. გაზეთ „სამტრედიის მაცნეს“ პროგრამის მიზანია სტაბილურად გამოცემის უზრუნველყოფა და მოსახლეობაზე დროულად მიწოდება, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, აგრეთვე მუნიციპალური და ცენტრალური მნიშვნელობის დადგენილებების, განკარგულებების და სხვა ინფორმაციის მიწოდება მთელი წლის განმავლობაში. გაზეთი „სამტრედიის მაცნე“ უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და შემოქმედებითი საკითხების გაშუქებას, ორიენტირებულია გამოხატოს საზოგადოების ინტერესი, გააშუქოს მისთვის საჭირბოროტო საკითხები, იყოს ობიექტური და მკითხველამდე სწორად მიიტანოს არსებული მდგომარეობა. ასევე ორიენტირებულია იყოს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის. გაზეთის ინტერესშია, შექმნას საკუთარი ვებ-გვერდი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლამდე ინფორმაციის სწრაფად მიწოდებას. დ) პროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის "საინფორმაციო ცენტრი" (პროგრამული კოდი 05 04)პროგრამის აღწერა და მიზანი: საინფორმაციო ცენტრის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, რისთვისაც შექმნილია საინფორმაციო ყუთი და ცხელი ხაზი. მის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.samtredia.com.ge) განთავსებულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირების შესახებ, ასევე, კულტურული და საზოგადოებრივი საკითხები, პერმანენტულად შუქდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალი ამბები. მისი მიზანია ურთიერთობა ახალგაზრდებთან და არაფორმალური განათლების კუთხით მუშაობა. საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს სოციალურ პროექტებს. ე) პროგრამა: ახალგაზრდული ორგანიზაციების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ე.ა) ქვეპროგრამა: ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს, ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების დაფინანსებას. ახალგაზრდების სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით მათ დაფინანსებას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გრანტის მფლობელთა წახალისებას; სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარების გაწევას (რომლებმაც ასევე მიაღწიეს გამარჯვებას სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო კონკურსებში.) ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღიონიძიებების ორგანიზება-დაფინანსებას, შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება-დაფინანსებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობას. ე.ბ) ქვეპროგრამა: კულტურის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო, კულტურული ღონისძიებების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების ორგანიზებასა და მხარდაჭერას; სხვადასხვა ფესტივალებში, გამოფენებში, კონკურსებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას; კულტურული პროექტების თანადაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის კულტურის დონის ამაღლებასა და განვითარებას. ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანების წარმოჩენას; წარმატებული, ღვაწლმოსილი, დამსახურებული ადამიანების წახალისებას, დაჯილდოებას; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღმნიშვნელი საინფორმაციო ნიშნულების დამზადებას, კულტურული ისტორიული ძეგლების, ღირშესანიშნაობების ფოტოებისა და საინფორმაციო ბუკლეტების დამზადებას. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გასვლითი ტურების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგამოფენო სტენდების დამზადებას. მუზეუმის პოპულარიზაციის კუთხით სხვადასხვა აქტივობების გამართვას, მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, ღონისძიებებში ადგილობრივი საჯარო სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, კულტურის ცენტრის, მუსიკალური და სახელოვნებო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების აქტიურ ჩართულობას. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებებში დასწრებისა და მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. ვ) პროგრამა: ხონი-სამტრედიის ეპარქიის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 06) პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. ზ) პროგრამა: კულტურის დაწესებულებათა მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 07) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე არსებული სოფლის კულტურის სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოების შესყიდვა. ტერირორიაზე არსებული სოფლის კულტურის სახლების უმეტესი ნაწილი, რომლებიც დღეის მდგომარეობით გამოსულია მწობრიდან და არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, რეაბილიტაციის შემდეგ კულტურის სახლები დაიტვირთება სხვადასხვა წრეებითა და აქტივობებით, რითაც სოფლის მოსახლეობას გაუმჯობესდებათ პირობები. 5. პრიორიტეტი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში გადამდები და არაგადამდები დაავადებების არსებული ეპიდემიური სიტუაციის კონტროლი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე, პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოების შესყიდვა. ა.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ საზოგადოებრივი "ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრი" (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეპიდემიოლოგიური კვლევის განხორციელება ეპიდსაშიშროებისას, პირველადი ეპიდ,კვლევის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მართვა და პრევენციული ღონისძიებების გატარება და კონტროლი. დაავადებათა ზედამხედველობის ინტეგრირებული პროგრამის მართვა (EIDSS). მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა (მ/შ ტუბერკულოზის, შიდსის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების „ბ „ ც „ და სხვა ჰეპატიტების, ვაქცინაციით მართვადი დაავადებების ეპიდზედამხედველობა, მართვა, პრევენცია და კონტროლის ღონისძიებები. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოფროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოფროფილაქტიკაზე რუტინული სტატისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით, იმუნოფროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში, მონაცემთა რუტინული ანალიზი, შეფასება დაზუსტება, ვაქცინათა სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა, ვაქცინათა და სხვა ასაცრელი მასალის დაგეგმვა, მოთხოვნა, კოორდინაცია რეგიონალურ დონესთან, ვაქცინათა მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში დადგენილი წესის მიხედვით. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ანტინატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის „ცენტრიდან“ ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, აგრეთვე „ბ“ ჰეპატიტის იმუნოგლობულინის გადაცემა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურეობას, სტატეგიული შრატების , ანტირაბიული ვაქცინის და იმუნოგლობულინის მიღება- განაწილება. შესაბამისი ელექტრონული მოდულების წარმოება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესით, გადამტანების არსებობის და გავრცელების არეალის დადგენა სეზონის განმავლობაში. სამტრედიის რაიონი, როგორც ჰიპერმალარიული ზონა, მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ფართობები ინსექტიციდით, კერძოდ: სოლფაკით. შემდგომ ხდება დამუშავებული ფართობების აღრიცხვა და ანგარიშგება შესაბამისი ცხრილებით. პარაზიტული დაავადებების ეპიდ კონტროლი და პროფილაქტიკა. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო- სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა. „ც“ ჰეპატიტის“ და აივ-ინფექცია, შიდსისს სკრინინგ პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართვას, მოსახლეობის მასიური სკრინინგის უზრუნველყოფის მიზნით, დადებითი შემთხვევების კონფირმაციულ კვლევას, მიდევნებას და მკურნალობაში ჩართვას. ასევე 18 წლის ზემო ასაკის ყველა ბენეფიციარის სკრინინგულ კვლევებს, ვინც არ არის დასკრინული. მონაცემების შეტანა და დამუშავება ც ჰეპატიტის ელექტრონულ სკრინიგ მოდულში. მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება. ა.ბ) ქვეპროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოების შესყიდვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არ გააჩნია საკუთარი შენობა, რის გამოც წლების განმავლობაში სხვადასხვა არასტანდარტულ შენობებში ფუნქციონირებს. რომლებიც არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, ახლის მშენებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების და აღჭურვილობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოქალაქეები დროულად შეძლებენ საჭირო მაღალხარისხიანი სერვისების მიღებას . ბ) პროგრამა: სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02). პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სახლი ”თანადგომა” (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება ააიპ „სახლი თანადგომისათვის“ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მრავლადაა გაჭირვებული ოჯახები, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებლობის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ფორმით მატერიალური დახმარების გაწევა. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიზიკური შესაძლებლობა, არიან მარტოხელები, დავრდომილები, ინვალიდები, უსახლკარონი, ის პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმწეოთა კატეგორიას და არ გააჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში იკვებონ თავისი შემოსავლით, მათთვის ყოველდღიურად (გარდა კვირისა) სადილით უზრუნველყოფა (დღეში ერთხელ) უმწეოთა სასადილოში. ამ კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცემა 2-3 ცალი პური კვირაში ერთხელ. პური გაიცემა სულადობის მიხედვით. ამ პროგრამის მოქმედებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხვრებ უმწეოთა დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო საშუალებით. აგრეთვე, პროგრამაში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბინაზე მოემსახურებათ დავრდომილებსა და ღრმად მოხუცებულებს. ბ.ბ) ქვეპროგრამა: ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ”სათნოების სახლი ” (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში ოთხჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. სათნოების სახლში ხშირად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. წოველ წელს მატულობს მნახველთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მობინადრეთა ცხოვრებით და მათი ჯანმრთელობით ბ.გ) ქვეპროგრამა: დედათა და ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება “სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის N2 დადგენილებით განსაზღვრული ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ბ.დ) ქვეპროგრამა: სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს “სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის N2 დადგენილებით განსაზღვრული სამტრედიის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, აგრეთვე სამტრედიის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის ღონისძიებებს. ბ.ე) ქვეპროგრამა: დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება “სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის N2 დადგენილებით განსაზღვრული მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. ბ.ვ) ქვეპროგრამა: სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მოქალაქეებიის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს “სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის N2 დადგენილებით განსაზღვრული სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრიებული სახლდაზიანებული და უსახლკარო მოქალაქეებიის დახმარებას ე.წ. „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობით“. თავი III სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს სამჯტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
თავი IV. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. ასიგნებების დაფინანსება სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 16. ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით: 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო/არაკომერციული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. მუხლი 17. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2025 წლის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 18 . მოხელეთა პროფესიული განვითარება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 6.6 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. მუხლი 19 . სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტები და საშტატო ნუსხა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 20. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 21. პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 23. ბიუჯეტის კვარტალური განწერა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 24. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი შეადგენს 10.0 ათას ლარს. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 25. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 289.5 ათასი ლარი მიიმართოს ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის. მუხლი 26. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები