დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016597 |
|
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ 96-მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში( www.matsne.gov.ge. 25.12.2024 წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016571) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 2 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოს „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ნობათის გადაცემა“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 3 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 1 345 900 (ერთი მილიონ სამას ორმოცდახუთი ათას ცხრაასი) ლარი." 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამა“) მე- 8 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი: „12 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ნობათის (ელექტროტექნიკა და ტკბილეული) შეძენა მოხდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მოხსენებითი ბარათისა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობის საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შეძენილი საახალწლო ნობათის გაცემა განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“ . 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 2-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2025 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები