სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 566
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025459
566
24/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
040030000.10.003.025459
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №566

2025 წლის 24 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის სსიპ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნის შესახებ

მუხლი 1
1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (10/12/2025 წ.; №1209-IVმს-XIმპ) მე-2 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილებით დაფუძნებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი/შემავალი სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი (შემდგომში − სასწავლო ცენტრი) გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ/შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად (შემდგომში − უსაფრთხოების აკადემია).

2. უსაფრთხოების აკადემია განისაზღვროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ. 

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელოს უსაფრთხოების აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უსაფრთხოების აკადემიის წარდგინებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, უზრუნველყოს უსაფრთხოების აკადემიის წესდების დამტკიცება.

5. უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უსაფრთხოების აკადემიის წესდების  შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

6. უსაფრთხოების აკადემიას ენიჭება უფლებამოსილება, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

7. სასწავლო ცენტრის საბალანსო მონაცემების მიხედვით, არსებული აქტივები, მათ შორის, სასწავლო ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია გადაეცემა უსაფრთხოების აკადემიას, აგრეთვე სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან მოხდება უსაფრთხოების აკადემიის დაფინანსება.

8. სასწავლო ცენტრის უსაფრთხოების აკადემიად გარდაქმნასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები განხორციელდეს გონივრულ ვადებში.

9.  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე