დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016699 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2024, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.162.016664 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
თავი I ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
მუხლი 2 .ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
მუხლი 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 45424,5 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 24817,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 19246,4 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1361,1 ათასი ლარის ოდენობით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 7. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 26298,9 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 25962,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 26,072.2 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 110.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო და საოპერაციო სალდო
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2025 წლის განმავლობაში. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 6185,6 ათ ლარი, მათ შორის ადგილობრივი სახსრების ნაშთია 4940,4 ათ. ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაშთი სულ შეადგენს 1245,1 ათ. ლარს. აქედან 2025 წლის დასაწყისისთვის 960,8 ათ. ლარი აისახა 2025 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებში, ხოლო 284,3 ათ. ლარი იყო თავისუფალი ნაშთი. მიმდინარე წლის მაისის თვიდან თავისუფალი ნაშთიდან 70,0 ათ. ლარი მიმართული იქნა: საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 მაისის №783 განკარგულების ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" "2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აგვისტოს №1419 განკარგულების დანართით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მიზნით, ზემოაღნიშნული განკარგულების ეკონომიები მიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ეკონომიის თანხა შეადგენს 69 970 ლარს. რომელიც მოხმარდება შემდეგი ობიექტების დაფინანსებას: ახმეტის მუნიციპალიტეტში ტყე-პარკ ბახტრიონზე სადროშესთან გადმოსახედის მოწყობა. თავისუფალი ნაშთი მაისის მდგომარეობით შეადგენს 214,3 ათ. ლარს, რომელზეც მთავრობისგან მიღებული ნებართვის შემდგომ გამოიცემა შესაბამისი განკარგულება ნაშთების გამოყენების შესახებ. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის (960,8 ათ.ლარი) განაწილება წარმოდგენილია შემდეგი სახით: 1. საქართველოს მთავრობის 2023 წლის №116 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი 21,5 ათ. ლარი - სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. 2. საქართველოს მთავრობის 2023 წლის №2401 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი - 60,5 ათ. ლარი - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 3. საქართველოს მთავრობის 2024 წლის №550 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი - 114,3 ათ. ლარი, რომელიც მოხმარდება:
4. საქართველოს მთავრობის 2023 წლის №2402 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი 195,7 ათ. ლარი, რომელიც მოხმარდება ქ. ახმეტაში ბახტრიონის ქუჩის რეაბილიტაცის. 5. საქართველოს მთავრობის 2024 წლის №1025 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი 34,9 ათ. ლარი - „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის განსახორციელებლად. 6. საქართველოს მთავრობის 2023 წლის №2400 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთი 533,9 ათ. ლარი - სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 856,2 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 190,8 ათასი ლარის ოდენობით, ვალდებულების ზრდა 1047,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
1. სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 31.08.2016 წელს გაფორმდა გრძელვადიანი სასესხო ხელშეკრულება ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის სპორტსკოლის რეკონსტრუქციისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის" შესახებ, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1 239,3 ათ. ლარი (ძირითადი თანხა 752.5 ათ. ლარი, პროცენტი 486,8 ათ. ლარი). სესხის გადახდა დაწყებულია 2019 წლის იანვრიდან და 2024 წელს დაფარულია 926,1 ათ. ლარი. აღნიშნული სესხის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს. დაფარვის ბოლო ვადაა 2027 წლის მარტი. 2025 წელს გადასახდელი იქნება 139,3 ათ. ლარი. აქედან პროცენტი - 24,8 ათ. ლარი. ძირითადი თანხა - 114,5 ათ. ლარი. 2026 წლიდან გადასახდელი იქნება 173,9 ათ. ლარი. 2. ასევე – სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა" და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 12.07.2016 წელს გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდმა სესხის სახით განახორციელა ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის კომპაქტორიანი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანის და ნარჩენების კონტეინერის გადმოცემა. საერთო ღირებულებაა 831,8 ათ. ლარი (ძირითადი თანხა 534,1 ათ. ლარი, პროცენტი 297,7 ათ. ლარი). სესხის გადახდა დაწყებულია 2018 წლიდან და 2024 წელს დაფარულია 698,0 ათ. ლარი. სესხის დაფარვა ხდება წელიწადში ორჯერ 28 აპრილამდე და 28 ოქტომბრამდე. დაფარვის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 აპრილი. 2025 წელს გადასახდელი იქნება 2025 წელს გადასახდელი იქნება 87,5 ათ. ლარი. მ. შ %-11,1 ათ. ლარი, ძირითადი თანხა-76,3 ათ. ლარი. 2026 წლიდან გადასახელი იქნება 40,4 ათ. ლარი (გადასახდელი თანხა დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე). 3. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტს იპოდრომის მშენებლობისათვის სესხის სახით ჩაერიცხა 3 600 000 ლარი. მათ შორის 2024 წელს 1,000,000 ლარი, ხოლო 2025 წელს 2 600 000 ლარი. შეიცვალა სესხის მიზნობრიობა, რის გამოც 1 553 000 ლარის უკან დაბრუნება მოხდა. სესხის თანხად განისაზღვრა 2 047 000 ლარი, რომლის მიზნობრიობაც იქნება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იპოდრომისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა და იპოდრომისათვის განსაზღვრული ტერიტორიის მიმდებარედ, ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელება. სესხი არის უპროცენტო და დაფარვის ზღვრული თარიღია 25 დეკემბერი 2027 წელი.
თავი II ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები 2025-2028 წლებისათვის მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების, ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარემოს დაცვა, კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში. დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ბალახის გათიბვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ქალაქში არსებული სასაფლაოების მოვლა-დასუფთავება. თუშეთის დაცული ლანდშაფტის მოვლა-პატრონობა; მდინარეების კალაპოტის რეგულირება, სანიაღვრე არხების მოწყობა.
3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე, სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს ქალაქის საგანმანათლებლო–სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ამ კუთხით მიზანმიმართული ღონისძიებების პრაქტიკის დანერგვას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო–სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას.
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლინება. ასევე, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
სოციალური პროგრამები
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება, შესყიდვებთან და აუქციონთან დაკავშირებული ხარჯები.
თავი III ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 14. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით.
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
მუხლი 16. ახმეტის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 17. 2025 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე დანამატები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 18. ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ახმეტის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
მუხლი 21. მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 03-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2025 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
მუხლი 22. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
მუხლი 23. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 1233,8 ათასი ლარი მიიმართოს ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 228,7 ათასი ლარი. ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 14.0 ათასი ლარი. გ) „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 41.0 ათ. ლარი. დ) „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 168,4 ათ. ლარი. ე) „მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილებების დელეგირების მიზნით“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 იანვრის N146 განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად 488,3 ათასი ლარი. ვ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით - 78,7 ათ. ლარი. ზ) ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 სექტემბრის #1604 განკარგულების შესაბამისად (ბრიკეტების შესაძენად) ".
მუხლი 24. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 25. 2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 463.8 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები