დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N22 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.118.016438 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტინ შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის "22 დადგენილებში (www. matsne. gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.118.016241) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილებისა და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მეორედი სტრუქტურული ერთეულია – მშენებლობის სანებართვო განყოფილება. 2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი: ,,მუხლი 6. მშენებლობის სანებართვო განყოფილების უფლებამოსილებები 1. მშენებლობის სანებართვო განყოფილების უფლებამოსილებებია: ა) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ბ) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ზოგად კანონმდებლობასა და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება; გ) II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გაცემისათვის, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლაზოგად კანონმდებლობასა და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის განსაზღვრა და ონის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; დ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და ონის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ე) მუნიციპალიტეტის, მისი ცალკეული ტერიტორიების არქიტექტურის, გამწვანების, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებაში, მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბებასა და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების/დასკვნების წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება, ინიციატივების გამოჩენა და რეკომენდაციების მომზადება, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციისა და მეთოდური მითითებების მისაღებად შესაბამის სამინისტროში; ი) მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის შესაბამისობის განსაზღვრა; კ) განყოფილების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; ლ) მუნიციპალიტეტის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები