„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016474
39
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010260020.35.141.016474
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 22 იანვრის  №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018 წ, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016237) შეტანილი  შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან