„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 307
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016393
307
24/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
310050000.54.066.016393
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №307

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ (შემდგომ – „წესები“) მოთხოვნები ვრცელდება:

ა) „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“ რეგისტრირებული  თვითმფრინავებით შესრულებულ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე;

ბ) საქართველოში სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (შემდგომ – ექსპლუატანტი) მიერ უცხო სახელმწიფოს რეესტრში რეგისტრირებული თვითმფრინავით  შესრულებულ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე;

 გ) უცხო სახელმწიფოს სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საქართველოში  შესრულებულ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი