„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 25/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017653
124
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
140130000.22.034.017653
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №124

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №749 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, 140130000.22.034.016486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ რესურსები არასაკმარისი ან არასათანადოა, სტრატეგიული და წლიური გეგმებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებში არსებული რესურსების ერთობლივი მონაწილეობა/გამოყენება (მათ შორის, აუდიტორული შემოწმებების განხორციელება), დეპარტამენტის არსებული თანამშრომლების გადამზადება, სხვა მარწმუნებლის შეფასებაზე დაყრდნობა  ან საჭიროების შემთხვევაში  სპეციალისტის ან ექსპერტის მოწვევის მოთხოვნა;“;

ბ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

მუხლი 71. სამმართველოს უფროსის მოადგილე

1. სამმართველოს უფროსს შესაძლოა ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსის მოადგილე კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ბ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

გ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ მასალებს და დოკუმენტაციას ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობასა და თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

ე) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) სამმართველოს საქმიანობაში უზრუნველყოფს კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;

ზ) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გარდა სამმართველოს უფროსის მოადგილე უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტი.“;

გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. აუდიტორი/უფროსი აუდიტორი/მთავარი აუდიტორი“;

გ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება იყოს აუდიტორი/უფროსი აუდიტორი/მთავარი აუდიტორი (შემდგომ − აუდიტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

დ) მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების აუდიტორული შემოწმების სამმართველო;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების სამმართველო;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო.

მუხლი 13. სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების აუდიტორული შემოწმების სამმართველო

1. სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების აუდიტორული შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის ობიექტის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების აუდიტორული შემოწმების სამმართველო უფლებამოსილია:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა;

ე) შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;

ე) 131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:

მუხლი 132. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების სამმართველო

1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) აუდიტის ობიექტის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა და შეფასება;

ე) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ვ) აუდიტის ობიექტში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ზ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აუდიტორული შემოწმების სამმართველო უფლებამოსილია:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

დ) შემოწმებისას განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა;

ე) შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალა წარუდგინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;

ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველო

1. ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

ბ) საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება;

გ) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

დ) შიდა აუდიტის ხარისხის შიდა შეფასება;

ე) შიდა შეფასების შედეგების, შიდა აუდიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ქმედებებისა და მათ დანერგვასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობების შესახებ მოხსენების წარდგენა დეპარტამენტის დირექტორისათვის;

ვ) ხარისხის გარე შეფასების დაგეგმვა, ორგანიზება, გარე შემფასებელთან კოორდინაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;

ზ) შიდა აუდიტის სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

თ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი;

ი) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამმართველო უფლებამოსილია:

ა) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან, მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუდიტისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

ბ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან მიიღოს ახსნა-განმარტება;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა.“;

ზ) 141 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 25 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე