„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 060
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010060010.70.082.016188
060
25/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010060010.70.082.016188
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №060

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბრის №4 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/10/2019, 010060010.70.082.016004) დამტკიცებულ საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ2“ ქვეპუნქტი:

„ჟ2) იურიდიული დეპარტამენტი;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადაცემის  საკითხის განხილვის მიზნით, პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;

გ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის მიზნით დაკავების ან/და ექსტრადიციის ან დროებითი გადმოცემის  შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი შესაბამის უცხო სახელმწიფოში  გაგზავნა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან ქონების ჩამორთმევასთან და მის შემდგომ განაწილებასთან (გაყოფასთან) დაკავშირებით თანამშრომლობის ორგანიზება და ამ მიზნით პროკურატურის ორგანოებთან და გენერალური პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;

ზ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში შესაბამისი უცხო სახელმწიფოების სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

თ) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტსერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;

ი) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ლ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

მ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ნ) პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

ო) ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

პ) ამ პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ჟ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

რ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში პროკურატურის წარმოდგენა;

ს) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.“;

ბ) მე-16 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გენერალური პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;“.

4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 პუნქტი:

„162. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;

გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე  პროკურორებისათვის, გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე