დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 066 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.70.082.016194 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2023 წლის 13 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016108) დამტკიცებული საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროკურატურის თანამშრომელი უფლებამოსილია წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემის ან/და სტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ იხილავს საკითხს და განმცხადებელს წერილობით აცნობებს წელთა ნამსახურობის დანამატის გაცემასთან ან/და სტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. საჭიროებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში, თანამშრომლის წელთა ნამსახურობის დანამატის საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნეს ერთობლივად გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები