„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 067
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016195
067
25/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
110060080.70.082.016195
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №067

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020; სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060) დამტკიცებულ  პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ თავით დადგენილი წესით შეფასებას ექვემდებარებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგი დეპარტამენტების პროკურორები:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

ბ) გენერალური ინსპექცია;

გ) საგამოძიებო ნაწილი;

დ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი;

თ)  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ი) კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი.

კ) იურიდიული დეპარტამენტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტები ასრულებენ განსხვავებული სპეციფიკის სამუშაოს, შესაბამისად მათი შეფასების კრიტერიუმები არაერთგვაროვანია და ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში;

გ) პროკურორის ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

დ) პროკურორის პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

ე) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დეპარტამენტების პროკურორთა შეფასება შემდეგ მიმართულებებში – პროკურორის მონაწილეობა მენტორობის პროგრამაში, ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება, პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა, წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები, ხდება საერთო წესის შესაბამისად. მითითებული დეპარტამენტების ხელმძღვანელების მიერ პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ასევე ფასდება საერთო წესის შესაბამისად, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება დეპარტამენტის ფუნქციების და ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები და წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. შეფასების სისტემას დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

„მუხლი 241. საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული დეპარტამენტის პროკურორის შეფასების კრიტერიუმები და წესი

1. იურიდიული დეპარტამენტის პროკურორი ფასდება შემდეგ მიმართულებებში:

ა) ხელმძღვანელის შეფასება;

ბ) ტრენინგებში მონაწილეობა და ტრენინგების დროს მიღებული შეფასება;

გ) პრევენციულ ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში მონაწილეობა;

დ) წახალისების ღონისძიებები და დისციპლინური სახდელები.

2. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას და პროკურორი ფასდება ორ კომპონენტში:

ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;

ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.

3. ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასება ხდება შეფასების სისტემის მე-10 მუხლისა და დანართი №4-ის შესაბამისად.

4. იურიდიული დეპარტამენტის პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად მიმართულებებში:

ა) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი წერის ხარისხის შეფასება;

ბ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის და შესაგებლის მომზადება;

გ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის და სააპელაციო შესაგებლის მომზადება;

დ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის და საკასაციო შესაგებლის მომზადება;

ე) სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოებით შეწყვეტის, საქმის განუხილველად დატოვების და საქმის მორიგებით დასრულების შესახებ შუამდგომლობის მომზადება;

ვ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე საჩივრის/კერძო საჩივრის მომზადება;

ზ) სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომაში მონაწილეობა;

თ) სამართლებრივ აქტებზე მომზადებული დასკვნების ხარისხის შეფასება;

ი) საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;

კ) საკანონმდებლო ინიციატივებზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე მოსაზრებების და შენიშვნების მომზადება;

ლ) განცხადებებზე/საჩივრებზე მომზადებული პასუხების ხარისხის შეფასება;

მ) მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხების მომზადება;

ნ) პერსონალური მონაცემების დამუშავება;

ო) საჩივრების/განცხადებების განხილვა;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

5. ამ დეპარტამენტის პროკურორთა შეფასება ასევე ხდება შეფასების სისტემის მე-15 მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების მიხედვით.“.

4. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი;“.

5. 29-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

„კ) იურიდიული დეპარტამენტი.“.

6. დანართი №3-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტი;“.

7. დანართი №3-ის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:

„კ) იურიდიული დეპარტამენტი.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე