„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 139
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 001330000.22.026.017426
139
26/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
001330000.22.026.017426
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი 

ბრძანება №139

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 001330000.22.026.016607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის სერტიფიკატის ნიმუშები №4 დანართის შესაბამისად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ:

ა) №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნიმუში 20“:

,,ნიმუში 20. მედალი „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“

 

 

1. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების 35 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჯილდოვდებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. მასალა – ლითონი ოქროს შეფერილობით.

3. მედლის ზოგადი აღწერილობა:

ა) ავერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონზე გამოსახულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სიმბოლო – ხუთჯვრიანი კომპოზიცია ცენტრში ფარაკით, რომლის მეწამულ ველზე ამოტვიფრულია ოქროსფრად ციფრი 35 (ოცდათხუთმეტი) მუხის რტოს გამოსახულებით. ცენტრალური ჯვრის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე ამოტვიფრულია წლები 1991 და 2026. მედალიონზე წრიულად ამოტვიფრულია წარწერა „საქართველო“ და „თავდაცვის ძალები“;

ბ) რევერსი – ოქროს შეფერილობის მრგვალი ლითონის მედალიონის შუაგულში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმალი და დავითის შურდული;

გ) ბაფთა – ბაფთა არის ლივლივა მეწამული ფერის, შუა სევადის და ორი თეთრი თანაბარი ზომის ზოლით;

დ) მედლის ზომები: მედლის დიამეტრი – 34 მმ; მედლის სისქე – 3,5 მმ; ბაფთის სიმაღლე – 45მმ; ბაფთის სიგანე – 32 მმ.

4. მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მედალთან ერთად გაიცემა ამ ბრძანების №4/9 დანართით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატი.“;

ბ) №4 დანართს დაემატოს №4/9 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი