ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016483
21
26/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
010250020.35.107.016483
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21 

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. ჩხოროწყუ

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის  წესი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2025  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის  №20 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია



დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) პირებისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2026  წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდგომ – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომ – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I

სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია:

ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;

ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა;

დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა;

ე) უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  (2026  წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა),

ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;

ზ) ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა   დახმარება;

თ) გაუსაძლის  საბინაო პირობებში მყოფთა  დახმარება;

ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა;

კ)  ჰემოდიალიზის პაციენტთა  დახმარება;

ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ნ) შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა;

ო) მიუსაფართა  ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;

პ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;

რ) ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება;

ს) პარკინსონის დიაგნოზის მქონე პირთა დახმარება.

ტ) პერსონალური ასისტენტის პროგრამა

უ) სოციალურად დაუცველი ოჯახების  დაკრძალვის ხარჯების  ნაწილობრივი ანაზღაურება

თავი II

ბენეფიციართა კატეგორიები და სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 2. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა

1. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა ითვალისწინებს:

ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების  ვეტერანების (გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა – დევნილებისა) ერთჯერად დახმარებას  400  (ოთხასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 

4.  ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების    ერთჯერადი დახმარების მისაღებად  ომის ვეტერანმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 3. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ  18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების  დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები.

4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) პირველი-მე-2 შვილის  შეძენა – 400 (ოთხასი) ლარი;

ბ) მე-3 შვილის შეძენა – 500 (ხუთასი) ლარი;

გ) მე-4 შვილის შეძენა – 600 (ექვსასი) ლარი;

დ) მე-5 შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი;

ე) მე-6  შვილის შეძენა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) მე-7 და ყოველი მომდევნო  შვილის შეძენა – 15000 (თხუთმეტი ათასი).

5. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)  დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

6. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი დახმარება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)  დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება);

ე) განმცხადებლის  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

8. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა  დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე.

მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა  და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა

1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით,  ხოლო დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ყოველთვიური დახმარება – 100 (ასი) ლარის ოდენობით .

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) ან დედ-მამით ობლობის სტატუსის  დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);        

ე) მშობლის ან მეურვის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                 

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

5. შესაბამისი საჭიროების მქონე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.

6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);     

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 5. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა

1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 6. უსახლკაროდ  დარჩენილთა  სოციალური  დაცვა  (2026  წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)

1. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (დიდთოვლობა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარიდან 8000 (რვა ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად.

2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან-ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აქტი-სტიქიის შემთხვევაში ან გეოლოგიური დასკვნა- მეწყრის შემთხვევაში;

დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დახმარება მიეცემათ:

ა) პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი;

ბ) მშობელს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  შვილებს;

გ) უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

დ) ხანდაზმულ (პენსიონერი) პირებს.

5. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.

6. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ;

დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მერის  წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;

ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

7. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის  სახით, განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე.

8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის  ქონების  არარსებობის შესახებ;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან  მერის  წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;

ვ) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;

ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 7. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა განისაზღვრება  150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) დევნილის  მემკვიდრის მოწმობის ასლი;

დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);

ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 8. ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა დახმარება

1. ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება  შეადგენს  200  (ორასი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 მუხლი 9. გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება

1. გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის  მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა და ა.შ.) თანხა განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარიდან 7000 (შვიდი ათასი) ლარამდე. შეშის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება 3 მ​​​​3-მდე ოდენობით, ხოლო  შეშის შესაძენად  და გათბობის სხვა საშუალებებით უზრუნველსაყოფად  თანხის ოდენობა – არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის  წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ;

ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. გადაწყვეტილება მიიღება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

მუხლი 10. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა

1. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა ერთჯერადად შეადგენს 200 (ორასი) ლარს.

2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ)  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 11. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა ითვალისწინებს იმ პირების სამედიცინო მომსახურების  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:

ა) არაუმეტეს 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ღირებულების შემთხვევაში 100 %-მდე;

ბ)  351  (სამას  ორმოცდათერთმეტი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 30%-დან 50%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს  1800  (ათას რვაასი)  ლარისა.

3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1800  (ათას რვაასი) ლარისა.

4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან  60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1800  (ათას რვაასი) ლარისა.

5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე:

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) ანგარიშფაქტურა:

ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) კალკულაცია;

ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ი) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).

6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები.

7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს.

8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება  30 კალენდარული დღით.

9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.

10. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით   ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსება განხორციელდეს როგორც წინასწარი კალკულაციის, ისე  შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ბენეფიციარის მიერ დადებული ორმხრივი შეთანხმების (ვალის აღიარების) საფუძველზე.

11. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება.

12. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.

13. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:

ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;

ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული.

მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის  ოდენობით გაიცემა:

ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე,  რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  შვილები 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ე) პირებზე, რომლებიც  არიან მწოლიარე ავადმყოფები 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

ზ) პირებზე, რომლებიც ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 13. შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა

1. შესაბამისი საჭიროების მქონე  პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);   

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 14. მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა

1.  მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებისა და  უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფთათვის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა თანხა.

2. კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ  მერიაში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

მუხლი 15. საკვები პროდუქტებით დახმარება

1. შობა-ახალი  წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, სასაჩუქრე პაკეტი საკვები პროდუქტებით  გაიცემა:

ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;

ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;

გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებულ პირებზე;

დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.

2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების  მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

3. საკვები პროდუქტების პაკეტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზეც, რომლებიც სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დროებით საჭიროებენ ასეთ დახმარებას,  რაც დასტურდება შესაბამისი გარემოებებით/დოკუმენტაციით.

მუხლი 16. ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება

1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 300   (სამასი) ლარის ოდენობით.

2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 17. ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარება

1. ცელიაკიით დავადებულ პირთა ყოველთვიური დახმარების ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) ანგარიშფაქტურა და/ან საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

მუხლი 18. პარკინსონის დიაგნოზის მქონე პირთა დახმარება

 პარკინსონის დიაგნიზის მქონე პირებისთვის გაიცემა თვეში თანხა 100  (ასი) ლარის ოდენობით.

1. დახმარების მისაღებად  მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პარკინსონის დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

მუხლი 19.  სოციალურად დაუცველი ოჯახების  დაკრძალვის ხარჯების  ნაწილობრივი ანაზღაურება

დახმარება გაიცემა   იმ ოჯახებზე რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  65000

1. დახმარების მისაღებად  გარდაცვლილის ოჯახის წევრმა  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) საკუთარი და გარდაცვლილის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

პროგრამა  ითვალისწინებს  თითოეულ ოჯახზე  1000  (ათასი) ლარის ოდენობით ფულადი დახმარების გაწევას.

თავი III

სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

მუხლი 20. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახური, გარდა ამ წესის პირველი მუხლის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებებისა.

2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების  მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

თავი IV

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა

მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახური.

მუხლი 22. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე  გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის   ბრძანებით.

თავი V

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

მუხლი 23. დახმარების გაცემის  შესახებ განცხადებების განხილვა

1. ამ წესის პირველი მუხლის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ,,უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის  შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრისგან.

4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.

5. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან, თავმჯდომარის დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.

7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების  თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება  სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის  წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია  რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.

9. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.

10. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება  ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  ყველა წევრი.

11. კომისიის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება აისახება  ოქმში.

12. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.