დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016786 |
|
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი№1):
ა) მე-7 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახვას ექვემდებარება პრივატიზებული სახელმწიფო ქონების (აქტივის) რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯები, თუ სახელმწიფო ორგანოს მიერ აქტივზე გაცემული მშენებლობის ტექნიკური პირობის საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, საწარმომ განახორციელა ან უნდა განახორციელოს აქტივის რეკონსტრუქცია და აღნიშნული აქტივის ექსპლუატაციაში მიღებიდან გასულია არანაკლებ 5 წელი ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დაკმაყოფილებულია მოთხოვნა აღნიშნული აქტივების რეკონსტრუქციაზე.“; ბ) მე-7 მუხლის 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „151. საწარმოს მიერ შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, კომისია ტარიფში ასახავს იმ რეგულირებადი აქტივის რეკონსტრუქციის შედეგად საწარმოს მიერ ექსპლუატაციიდან გაყვანილი აქტივის შესაბამის კაპიტალურ დანახარჯებს, რომელიც შეიქმნა ამ მეთოდოლოგიის 32-ე მუხლის 51 პუნქტის საფუძველზე ან რომლის რეკონსტრუქციის საჭიროება დადგა სტიქიური მოვლენის გამო ან ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობისას. ამასთან, კომისია უფლებამოსილია ზემოაღნიშნული აქტივი განიხილოს რეგულირებად აქტივად მისი სასიცოცხლო ვადის ამოწურვამდე, ან შესაბამისი სატარიფო წლის რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში ერთჯერადად ასახოს აღნიშნული აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება.“; გ) ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლი; დ) 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საწარმო, ტარიფების კორექტირების მიზნით, კომისიას წარუდგენს დასაბუთებულ განცხადებას. საწარმო არ არის ვალდებული განცხადება წარადგინოს სატარიფო განაცხადის ფორმით.“; ე) 32-ე მუხლის 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი: „92. 2028-2032 წლების სატარიფო რეგულირების პერიოდის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია შეისწავლის რეგულირებული საწარმოს 2026-2027 სატარიფო წლების სახელფასო დანახარჯებს და ასახავს რეგულირებული საწარმოს 2028-2032 წლების რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში გონივრული ოდენობით ამ მეთოდოლოგიით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები