დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 ივლისის №58008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55231 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016088 |
|
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 ივლისის №58008 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2023 წლის 21 ივლისის №58008 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 24.07.2023 წ.; სარეგ. კოდი: 140080000.42.047.016077) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების“:
|
1.
მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სპეციალური წოდების მინიჭება სამსახურში ხორციელდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ენიჭება პირველადი საშუალო სპეციალური წოდება („სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“) ამ დებულებით დადგენილი წესით.“; |
2.
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
3.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სპეციალური წოდებების მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებსაც 4-წლიანი უწყვეტი სამსახური ჩაეთვლებათ სამხედრო ვალდებულების მოხდად/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად ან სარგებლობენ აღნიშნულ სამსახურში გაწვევისგან გადავადების უფლებით 1. 2025 წლის 1 იანვრამდე გრძელვადიანი კონტრაქტით მიღებულ საკონტრაქტო მოსამსახურეს, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნა საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში, უწყვეტი ოთხწლიანი სამსახურის შესასრულებლად (რაც ჩაეთვლება სამხედრო ვალდებულების მოხდად/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად), აგრეთვე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში მიღებულ პირს, რომელიც სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლებით, სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება მიენიჭოს: ა) პირველი წლის განმავლობაში – მორიგი უმცროსი სპეციალური წოდებები არაუმეტეს „სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტისა”; ბ) მეორე წლის განმავლობაში – მორიგი უმცროსი სპეციალური წოდებები არაუმეტეს „სახელმწიფო დაცვის ზემდეგისა“; გ) მესამე წლის განმავლობაში – არაუმეტეს პირველადი საშუალო სპეციალური წოდებისა „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“; დ) მეოთხე წლის განმავლობაში – არაუმეტეს საშუალო სპეციალური წოდებისა „სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი“. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ეტაპებზე მორიგი უმცროსი სპეციალური წოდების მინიჭებისათვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ არ მოხდეს წოდების საფეხურგამოტოვებით მინიჭება და არსებობდეს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელძღვანელის სათანადო წარდგინება მოსამსახურის დამსახურების საფუძველზე; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ გვეპუნქტით განსაზღვრულ ეტაპზე პირველადი საშუალო სპეციალური წოდების – „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ – მინიჭებისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს (ერთდროულად არსებობის მოთხოვნა არ ვრცელდება კონკრეტულ/ცალკულ ქვეპუნქტში არსებული ალტერნატიული პირობების მიმართ) შემდეგი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსამსახურე ფლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების რომელიმე დონეს, ანდა არის უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მაინც და არ აქვს სტატუსი შეჩერებული; ბ) მოსამსახურეს დადებითი შედეგებით გავლილი აქვს თანამდებობრივ-ფუნქციონალური ნიშნით სპეციალიზებული მოსამზადებელი საკვალიფიკაციო კურსი, სამსახურის კადრის ოფიცერთა მომზადების სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი, ოპერატიული მომზადების ანდა პროფესიული მომზადების/გადამზადების სხვა ისეთი კურსი, რომელიც ასევე შეიცავს/მოიცავს კადრის ოფიცერთა მომზადების სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსით განსაზღვრულ თემატიკას ან ითვალისწინებს მომზადების ისეთ პროფილს, რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში და ახორციელებს მათ სწავლებას/რომლის საფუძველზეც შემდგომში თვითონ მონაწილეობს ინსტრუქტორად/სპეციალისტად სხვა მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებაში/გადამზადებაში; გ) მოსამსახურე დანიშნულია/ინიშნება თანამდებობაზე ანდა მას ენიჭება/მინიჭებული აქვს თანამდებობრივი კატეგორია, რომელზეც საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია შესაბამისი ან ზემდგომი წოდებრივი ზღვარი; დ) არსებობს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის სათანადო წარდგინება მოსამსახურის დამსახურების საფუძველზე.“; |
4.
მე-9 მუხლში:
|
ა)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც თავისი ინიციატივით ან ბრალეულობით ვადამდე შეუწყდება ოთხწლიანი უწყვეტი სამსახური (რაც ჩაეთვლებოდა სამხედრო ვალდებულების მოხდად/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად), სამსახურიდან დათხოვნისას ჩამოერთმევა სამსახურში მინიჭებული სპეციალური წოდება/წოდებები.“. |
ბ)
დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. მე-5 მუხლით გათვალისწინებულ პირს (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კატეგორიისა), რომელიც სამსახურის გავლისას სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლებით, სამსახურში მინიჭებული სპეციალური წოდება/წოდებები ჩამოერთმევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადავადების უფლებით სარგებლობის პერიოდში სამსახურიდან დაითხოვენ მისი ბრალეული ქმედების გამო.“. |
| მუხლი 2 |
1.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სსმ, ვებგვერდი, 19/12/2025, სარეგ. კოდი: 140080000.05.001.102940) ამოქმედებამდე სამსახურში სამოქალაქო პირად მიღებულ გამოსაცდელ ვადაში მყოფ თანამშრომლებს, რომლებიც სარგებლობენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების უფლებით, ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური წოდებები, ხოლო წოდების მინიჭებამდე სამსახურის პერიოდი გაუთანაბრდეს წოდებით ნამსახურობას, ჩაეთვალოთ სპეციალური წოდებით ნამსახურობაში, რაც არ წარმოშობს აღნიშნულ პერიოდზე სპეციალური წოდებისთვის დადგენილი ფულადი დანამატის გაცემის ვალდებულებას.
|
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები