„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300200000.48.065.016048
16
25/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
300200000.48.065.016048
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება  №16

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონის 8​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 111214001, 16.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 300200000.48.065.016003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:

1. მე-2 მუხლის „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ2) ჰააგის შეთანხმება – დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ჰააგის შეთანხმების 1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტი;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თუ დიზაინის შექმნა უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას და განმცხადებელი იმავდროულად შემკვეთი ან დამსაქმებელია, განმცხადებელს არ ეკისრება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.“.

3. 41 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხოელი განმცხადებელი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის თაობაზე.“.

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წარმომადგენლის სახელს/სახელწოდებას, მისამართს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს (საერთაშორისო კოდი – 74), თუ განაცხადი წარდგენილია წარმომადგენლის მეშვეობით;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) შესაბამის მითითებას, თუ განმცხადებელი იმავდროულად დამსაქმებელი ან შემკვეთია;“.

5. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია დასახელებაში ფიგურირებდეს დამატებით პროდუქტის განმარტებითი სიტყვები, სპეციალური დასახელება, ცალკეული ასოები და ციფრები.“.

7. მე-7 მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1“  დაუშვებელია 1 დიზაინის ხედების სხვადასხვა ფორმატით წარდგენა;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დიზაინის ის ნაწილი, რომელზეც არ მოითხოვება დაცვა, გამოსახულებაზე ნაჩვენები უნდა იყოს წყვეტილი ხაზით ან ფერის დაჩრდილვითა ან გაბუნდოვნებით. თუ მოითხოვება დიზაინის მხოლოდ ნაწილის დაცვა, დასაშვებია მისი მითითება დიზაინის გამოსახულებაზე  ამ ნაწილის შემოსაზღვრით. აღნიშნული შემთხვევები უნდა მიეთითოს დიზაინის აღწერილობაშიც.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ განაცხადი ეხება დიზაინს, რომელიც წარმოადგენს ტიპოგრაფიულ შრიფტს, მისი გამოსახულება უნდა მოიცავდეს ანბანის ყველა ასოს და ყველა არაბულ ციფრს. დასაშვებია ამავდროულად 5-სტროფიანი ტექსტის წარდგენა, რომელშიც გამოყენებულია ეს შრიფტი როგორც ასოების, ისე ციფრების სახით. შრიფტის ზომა უნდა იყოს 16.“.

8. მე-15 მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადს უდასტურდება შეტანის თარიღი შეტანიდან 2 კვირის განმავლობაში, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ელექტრონული ან მატერიალური ფორმით და შეიცავს დიზაინის გამოსახულებას, განმცხადებლის სახელს/სახელწოდებასა და მიმოწერის მისამართს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს დაუდასტურებს საგანაცხადო მასალების წარდგენის თარიღით.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურების ან საგანაცხადო მასალების განუხილველად დატოვების შესახებ ეგზავნება განმცხადებელს.“.

9. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას ჩაატარებს განმცხადებლის მიერ მითითებული რიგითობის მიხედვით იმდენ დიზაინზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური. თუ მოითხოვება საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტი, დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება საქპატენტში შეტანის თარიღით.“.

10. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცვლილებები ან/და შესწორებები, რომლებიც ეხება დიზაინის გამოსახულებას, პროდუქტის დასახელებას და აღწერილობას ან მოთხოვნილი პრიორიტეტის მონაცემებს, დასაშვებია ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებამდე, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები.“.

11. 21- ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქპატენტს ფორმალური ექსპერტიზის მიმდინარეობის ეტაპზე გამოაქვს გადაწყვეტილება განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო არსობრივი ექსპერტიზის მიმდინარეობის ეტაპზე – გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“.

12. 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქპატენტი საქმისწარმოების აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მიღებიდან 1 თვის ვადაში და თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენის შესახებ. საქმისწარმოების აღდგენის საფასური გადახდილი უნდა იქნეს აღდგენის შესახებ განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქმისწარმოების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში საქმისწარმოების აღდგენისათვის გადაიხდება მხოლოდ საქმისწარმოების აღდგენის საფასური. თუ საქმისწარმოება შეწყვეტილია შესაბამისი ქმედებისთვის საფასურის გადაუხდელობის გამო, საქმისწარმოების აღდგენის საფასურთან ერთად, ასევე, გადაიხდება აღნიშნული ქმედებისათვის დადგენილი საფასური.“.

13. 26-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. თუ საერთაშორისო დიზაინი აკმაყოფილებს კანონის 25-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე და გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში განაცხადის მონაცემებსა და დიზაინის გამოსახულებას აქვეყნებს ბიულეტენში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საქპატენტი გადაწყვეტილებას საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე დიზაინის საერთაშორისო ბიულეტენის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში აცნობებს საერთაშორისო ბიუროს.“;

დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. მფლობელის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში, საქპატენტი აგრძელებს საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე და ინფორმაციას რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 თვის ვადაში აქვეყნებს ბიულეტენში.“.

14. 27-ე მუხლის 62 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. დიზაინის რეგისტრაციის მოწმობა, მოწმობის დანართთან ერთად, აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან/მოწმობის გაცემიდან 5 დღის ვადაში.“.

15. 271 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 და 273 მუხლები:

„მუხლი 272. წინასწარი ძიება

1. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს საქპატენტს წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, რათა დადგინდეს, არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში საქპატენტში რეგისტრაციის ან დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების გავრცელების გზით.

2. წინასწარი ძიების მომსახურების მისაღებად, 1 განცხადებით საქპატენტში წარდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 1 საძიებო დიზაინის გამოსახულება (გამოსახულებები) და გადახდილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი საფასური. 

3. წინასწარი ძიების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მოთხოვნის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი.

4. წინასწარი ძიების ჩატარებისას საქპატენტი ითვალისწინებს როგორც საქპატენტში შეტანილ დიზაინებს, რომელთა მონაცემებიც უკვე გამოქვეყნებულია ბიულეტენში, ისე საერთაშორისო ბიუროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უფლებების გავრცელების მოთხოვნით რეგისტრირებულ დიზაინებსაც.

5. წინასწარი ძიების შედეგებს საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის დადგენილი საფასურის გადახდიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 273. შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია

კანონის მე-20 მუხლის 42 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამავე მუხლის 41 პუნქტის, 221 მუხლის მე-7 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მონაცემები დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის თაობაზე შეიტანება რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ქვეყნდება ბიულეტენში.“.

16. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. 30-ე მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მფლობელის სახელს/სახელწოდებას, დიზაინის რეგისტრაციის ნომერს, ხოლო თუ რეგისტრაცია შეიცავს ერთზე მეტ დიზაინს, იმ დიზაინების მითითებას, რომელთათვისაც მოითხოვება რეგისტრაციის გაგრძელება.

12. განმცხადებლის მიერ რეგისტრაციის მოქმედების გაგრძელების საფასურის გადახდა მიიჩნევა რეგისტრაციის გაგრძელების მოთხოვნად, თუ საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში ასახული იქნება 11 პუნქტში მითითებული ყველა მონაცემი.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის საქპატენტში წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა ხდება მიმდინარე 5-წლიანი პერიოდის მე-5 წლის განმავლობაში.“.

18. 32-ე მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, სათანადო განცხადების წარდგენით შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მოითხოვოს რეესტრში ცვლილების შეტანა. ცვლილება შეიძლება ეხებოდეს დიზაინერის, მფლობელის ან მისი წარმომადგენლის სახელსა და/ან მისამართს. დიზაინერის ან მფლობელის სახელის და/ან მისამართს ცვლილებისათვის დადგენილი საფასური გადახდილი უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა დარჩება განუხილველი.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, რეესტრში განხორციელებული ცვლილების შემთხვევაში გაიცემა მოწმობის დანართი. დანართი იბეჭდება საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერს საქპატენტის თავმჯდომარე და დასტურდება ბეჭდით. მოწმობის დანართი აისახება ელექტრონულ სისტემაში და, განცხადებაზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მისი მატერიალური ფორმით გაცემა განხორციელდება მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.“.

19. 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

„თავი V

დიზაინის ხელახალი ექსპერტიზ

მუხლი 35. ხელახალი ექსპერტიზის მოთხოვნის უფლება

1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მიზნით.

2. დაინტერესებული მხარის მიერ დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზა ასევე შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგაც. 

3. ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებაზე დაინტერესებულ მხარეს უარი ეთქმება, თუ აღნიშნული დიზაინის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა.

მუხლი 36. განცხადება ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე

1. განცხადება ხელახალი ექსპერტიზის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) განცხადების წარმდგენი პირის სახელს/სახელწოდებას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს (მისი არსებობის შემთხვევაში), მისამართსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) დიზაინის რეგისტრაციის ნომერს და სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას იმ რეგისტრაციის შესახებ, რომლისთვისაც მოითხოვება ხელახალი ექსპერტიზა;

გ) თუ რეგისტრაცია შეიცავს რამდენიმე დიზაინს, დიზაინის ნომერს, რომლისთვისაც მოითხოვება ხელახალი ექსპერტიზა.

2. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები.

3. თუ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა წარმომადგენელმა, მას უნდა ერთოდეს განმცხადებლის მიერ გაცემული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა). მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი. საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.

მუხლი 37. განცხადების საგანი

1. ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ერთ რეგისტრაციას.

2. თუ რეგისტრაცია შეიცავს რამდენიმე დიზაინს, განცხადება ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე შეიძლება ეხებოდეს მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.

მუხლი 38. საფასურის გადახდა და წარდგენის ფორმა

1. ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე განცხადების საქპატენტში წარდგენიდან 2 კვირის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

2. განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური ფორმით, ისე საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

3. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენისას განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო მისთვის ჩაბარებულად ითვლება ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე.

მუხლი 39. საექსპერტო კოლეგიის შექმნა

1. საქპატენტის თავმჯდომარე, განმცხადებლის მიერ კანონის 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ბრძანებით ქმნის საექსპერტო კოლეგიას (შემდგომ – კოლეგია) ხელახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად.

2. კოლეგია შედგება 3 წევრისგან, რომელთაგან 2 წევრი უნდა იყოს საქპატენტის სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის თანამშრომელი.

3. კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

ა) არის დაინტერესებული მხარის ან/და მისი წარმომადგენლის ნათესავი;

ბ) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

გ) დაინტერესებულ მხარესთან აკავშირებს საერთო უფლებები ან ვალდებულებები;

დ) მონაწილეობდა განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებაში ან/და გადაწყვეტილების მიღებაში.

4. კოლეგიას ჰყავს მდივანი, რომელიც ინიშნება საქპატენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელთაგან. კოლეგიის მდივანი უზრუნველყოფს საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის, ასევე, კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის მხარეებთან გაგზავნას.

მუხლი 40. მხარეების ინფორმირება და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

1. ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას საქპატენტი განსახილველად მიღებისთანავე უგზავნის დიზაინის მფლობელს და წერილობითი შეპასუხების წარმოსადგენად განუსაზღვრავს განცხადების ჩაბარებიდან 2-კვირიან ვადას.

2. ამ მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში კოლეგია ატარებს ხელახალ ექსპერტიზას.

მუხლი 41. გადაწყვეტილება და მისი გამოქვეყნება

1. ხელახალი ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე, კოლეგია საქპატენტის სახელით იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

2. საქპატენტი რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში აქვეყნებს ბიულეტენში და არეგისტრირებს რეესტრში.

3. თუ საქპატენტის გადაწყვეტილება რეგისტრაციის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის ან სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ხოლო რეესტრში აკეთებს მითითებას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ.

4. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქპატენტი ბიულეტენში აქვეყნებს ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე