„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016227
79
30/12/2025
ვებგვერდი, 31/12/2025
040170050.57.069.016227
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სსიპ  – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №79

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11.02.2011, 040170050.21.014.016011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის:

 

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, წლიური გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით ბაზრის კვლევის განხორციელებამდე, ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები. მოსამზადებელი სამუშაოები შესაძლებელია ჩატარდეს შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების/გამარტივებული შესყიდვის ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების/დადგენის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა, ხელშეკრულების პროექტის მომზადების ან სხვა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე