„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 აპრილის №318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 55340
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 25/12/2025
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016089
55340
25/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
140080000.42.047.016089
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 აპრილის №318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №55340

2025 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 აპრილის №318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2013 წლის 4 აპრილის №318 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 10.04.2013 წ., სარეგ. კოდი: 140080000.42.047.016026) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის („სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის“) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თანამშრომელმა უნდა უერთგულოს დადებულ ფიცს და მასზე დაკისრებული ამოცანები შეასრულოს კანონის ფარგლებში, მიუკერძოებლად, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სხვა ნიშნით დისკრიმანაციის გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე