დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016410 |
|
ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 91-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026-2029 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.134.016391).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 32 970 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 21 248 400 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები)
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები 11 311 240 ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 410 360 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 23 414 200 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9 571 400 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 541 400 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 32 985 600 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ბიუჯეტის მთლიანი სალდო 14 400 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 14 400 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150 000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
მუხლი 13.
პასუხისმგებლობა
|
2026 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
პრიორიტეტი:
მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა, რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტი. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ქალთა გაძლიერება, ძლიერი მხარეების წახალისება, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობა, სუსტი მხარეების აღმოფხვრის ხელშეწყობა. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება
პრიორიტეტი:
ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომდევნო წლებშიც, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ქმნის მოსახლეობისათვის აუცილებელ საცხოვრებელ პირობებს, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებას, ასევე მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე საწარმოებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ, გამართულ ფუნქციონირებას. დასვენებისა და გართობის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა ქალისა და მამაკაცის საჭიროებების გათვალისწინებით, პარკების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, რაც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარების წინაპირობაა. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც მთლიანობაში უწყობს ხელს კლიმატგამძლე, უსაფრთხო და მდგრადად განვითარებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია კატასტროფების რისკების შემცირების პრევენციული ღონისძიებები და იქმნება პირობები კლიმატური საფრთხეების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებისთვის.ეს მოიცავს: წყლის სისტემების გამართვასა და დაცვას, მოდინებული წყლების მართვის გაუმჯობესებას, გზებისა და საჯარო სივრცეების გამძლეობის გაზრდას მეწყრული, წყალდიდობის, ინტენსიური ნალექის და სხვა ბუნებრივი საფრთხეების მიმართ. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების – ქალების, ბავშვებისა და შშმ პირების – უსაფრთხოებას და საცხოვრებელი გარემოს სტაბილურობას. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება:
პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01). პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, დაზიანებული გზებისა და საგზაო ნაგებობების (ხიდები, მილხიდები, გზების დამცავი კედლები და გაბიონები და სხვა) რეაბილიტაციას, რაც კატასტროფების რისკების პრევენციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული შესაძლო ზიანის ალბათობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოდინებული წყლების მართვის გაუმჯობესებას: დაიგეგმება და განხორციელდება კიუვეტების, ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა/რეაბილიტაცია, რათა შემცირდეს გზების წყლით დატბორვისა და დაზიანების, მეწყრული პროცესების გააქტიურებისა და ჭარბნალექიანი ამინდების დროს ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკები. პროგრამა ითვალისწინებს ტროტუარების, პანდუსებისა და ბორდიურების მოწყობა/რეაბილიტაციას, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას და ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ელემენტების მოწყობა. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ზოგად საგზაო უსაფრთხოებას, ისე კატასტროფების რისკების შემცირებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გარემოს შექმნა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების პრევენციის მიზნით მოწყობილია სათანადო ინფრასტრუქტურა, შექმნილია პირობები ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები :
ქვეპროგრამა: შ.პ.ს. ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო (პროგრამული კოდი 02 01 05).
ქვეპროგრამის მიზანი: დაბა ქედაში მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით ამბულატორიების ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქედა-ბათუმის მიმართულებით მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო“-ს გამართული ფუნქციონირება და მოქალაქეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
პროგრამა: საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 02). მუნიციპალიტეტსი განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომდევნო წლებშიც, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ქმნის მოსახლეობისათვის აუცილებელ საცხოვრებელ პირობებს, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებას, ასევე მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე საწარმოებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ, გამართულ ფუნქციონირებას. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება აუნაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა. წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასმელი წყლით მომარაგებას, რაც შექმნის სანიტარულ პირობებს სააღმზრდელო და განათლების დაწესებულებებში როგორც გოგოებისა და ბიჭებისთვის, ასევე პედაგოგებისა და პერსონალისთვის. პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა, რაც მნიშვნელოვანია კატასტროფების რისკების პრევენციისთვის, ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის მდგრადობასა და მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფას. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მდგრადი კომუნალური სისტემის შექმნა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში რეაბილიტირებული და მოწყობილია წყალმომარაგების სისტემა, უზრუნველყოფილია მოსახლეობის უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება, გაუმჯობესებული ეკოლოგიური და საცხოვრებელი გარემო. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01). ქვეპროგრამა ითვალისწინებს არსებული წყლის სისტემაზე დაზიანებული ქსელის ამოცვლას, სარეზერვო გამანაწილებელი აუზების აშენებას, დამატებით მომხმარებლების მიერთებას და ოჯახებისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეძენას. ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სიტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: განხორციელებულია წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: შპს ქედის წყალკანალი (პროგრამული კოდი 02 02 02).
ქვეპროგრამის მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა, ქლორირება და ფილტრაცია მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ქედის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მდგრადი მოვლა და სისტემური გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს წყალმომარაგების ხარისხს და ეფექტურად ამცირებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკებს.
პროგრამა: კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალებისა და კაცების საჭიროებები. ასევე მოეწყობა ფერდსამაგრი კედლები, სანიაღვრე არხები და ნაპირსამაგრები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების პრევენციაში და უზრუნველყოფს საცხოვრებელი გარემოს მდგრადობას და უსაფრთხოებას. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში შექმნილია ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესებულია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 02 03 01). ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება, შიდა საერთო მოხმარების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეკეთება, კიბის უჯრედების მოწესრიგება. ასევე ადმინისტრაციული და სხვა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის მიზანი: მრავალბინიანი სახლების მობინადრეთათვის უსაფრთხო, გაუმჯობესებული და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ადმინისტრაციული და სხვა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგი: მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებულია ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით და უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: ნაპირსმაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; (პროგრამული კოდი 02 03 02). გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობებისგაბიონების, ფერდსამაგრი და საყრდენი კედლების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ახალი ტერიტორიების ათვისება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების - მათ შორის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და სხვა ბუნებრივი რისკების — მართვისა და შემცირების თვალსაზრისით, ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს კატასტროფების რისკების პრევენციის მექანიზმების გაძლიერებას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობას. ქვეპროგრამის მიზანი: სტიქიისგან მოსახლეობის, მუნიციპალური და კერძო საკუთრების დაცვა და ახალი ტერიტორიების ათვისება. მოსალოდნელი შედეგი: კატასტროფების რისკების პრევენციული ღონისძიებები უზრუნველყოფს სტიქიისგან მოსახლეობის, მუნიციპალური და კერძო საკუთრების დაცვას და ახალი ტერიტორიების ათვისებას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: პარკების, სკვერების, ატრაქციონების, ბილბორდების, ქუჩებისა და დასახლებული ტერიტორიების კეთილმოწყობა და მოვლა შენახვა; (პროგრამული კოდი 02 03 03). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა–პატრონობა, კერძოდ, ნარგავების მოვლა, ნიადაგის მომზადება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა. სკვერებისა და პარკების მოწყობის დროს გათვალისწინებული იქნება ქალთა და ბავშვთა, შშმ პირების, ახალგაზრდების, მოხუცების, კაცების და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებები. ქვეპროგრამის მიზანი : მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგი: მოწყობილი და გაფართოებულია სარეკრეაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი გარემო დასვენებისა და გართობისთვის, მოვლილია ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები და პარკები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 02 04). მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც, რაც გრუნტის სტაბილურობის, ნიადაგის მდგრადობაზე და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო რისკების მართვაზე უკეთეს ინფორმაციას უზრუნველყოფს. გამომდინარე კლიმატური საფრთხეების ზრდიდან, პროექტების დაგეგმვის ეტაპებზე გათვალისწინებულია კატასტროფების რისკების პრევენცია და ინფრასტრუქტურის კლიმატურად მდგრადი განვითარების პრინციპები. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. დაგეგმილი და შესყიდული მშენებლობის პროექტების სისტემატურ კონტროლს. ფარული სამუშაოების ზუსტად აღრიცხვას და ფორმა N2-ების მიხედვით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ზომების შემოწმებას. პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალსა და კაცის თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებას, რაც მოიაზრებს: სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებას ინფრასტრუქტურის დიზაინში; ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ყველა სქესისთვის; ინკლუზიური გეგმვის პროცესს, სადაც ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან ჩართულნი პროცესებში. პროგრამის მიზანი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება. მოსალოდნელი შედეგი: მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 05) მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერებისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო და აგრო გაყიდვების გამოფენა-გაყიდვაში, ასევე პირუტყვთა ვაქცინაცია. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერთა ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილი არიან მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში ელექტრო მეურნეობის აღდგენა (პროგრამული კოდი 02 07) მუნიციპალიტეტის მიერ 2023-2025 წლებში ახლადაშენებული შენობების ელექტრომეურნეობის გამართვისათვის საჭიროა სს ენერგო პრო-ჯორჯიასთან ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისი ხარჯების გადახდა და მათი გამრიცხველიანება. ასევე, სოფლის საერთო სარგებლობის წისქვილები, რომლებიც აშენებულია ბიუჯეტის ხარჯებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჭიროა ელექტრომეურნეობის ქსელში ჩართვა და სათანადო ფინანსირება. მუნიციპალიტეტის კუთვნილ ზოგიერთ შენობებში დაზიანებულია ელექტრომრიცხველები და საჭიროა ახლით შეცვლა. პროგრამის მიზანი: მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, ასევე საერთო სარგებლობის სოფლის წისქვილებში ელექტრომეურნეობის აღდგენა და გამრიცხველიანება, დაზიანებული მრიცხველების და სხვა მოწყობილობების ახლით შეცვლა, ახლად აშენებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ელექტრომომარაგების ქსელში ჩართვა. მოსალოდნელი შედეგი: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობებში აღდგენილია ელექტრო მეურნეობა.
პროგრამა: შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (პროგრამული კოდი 02 08) შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი 2020 წლის 5 მარტს შეიქმნა. ორგანიზაციის დამფუძნებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და მის 100% წილს ფლობს. ძირითად საქმიანობებს წარმოადგენს: ა) ტურისტული ობიექტების მოვლა შენახვა; ბ) ტურისტული სერვისების შექმნა და განვითარება; გ) გადასახადების ამოღება; დ) ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შექმნა; დ) მუნიციპალიტეტში მოქმედ კვების თუ განთავსების ობიექტებზე დახმარება, როგორც ბიზნესის მართვის მხრივ, ასევე რჩევების და რეკომენდაციების მიცემა და მათი გადამზადება; ე) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პიარი; ვ) ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ბიზნეს სუბიექტების პიარში მხარდაჭერა.ზ) პროექტი „კარვების ქალაქი“ მართვა და განვითარება თ) პროექტი „ციფრული წიგნიერების ცენტრი“-ს- მართვა და განვითარება. ორგანიზაციამ 2020-2025 წელს შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტერიოტირაზე ათეულობით ტურისტული ობიექტი, ასევე ობიექტები, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა გახდეს ახალი ტურისტული ლოკაცია. შესწავლის შემდეგ მოხდა ანალიზი და ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ღონისძიებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2026 წლის ტურისტულ ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, „შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“ ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში და მათი საჭიროებისამებრ იმ ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნაში , რომელიც დაეხმარება ბიზნესს. 2026 წელს ორგანიზაცია ბიუჯეტის განაცხადის პროგრამის ფარგლებში გეგმავს ინფო და მედია ტურს, მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გულისხმობს საინფორმაციო ტურების მოწყობას ტურისტული კომპანიებისთვის, მედიასა და ბლოგერებისთვის. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სოციალურ ქსელში ნახვების გაზრდას და ქედის მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობადობის გაზრდას. ჩატარდება სახალხო დღესასწაულს შემოდგომა ქედაში, ტურიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება, ორგანიზაცია 2026 წელსაც აგრძელებს პროექტს ,,ბედნიერი ბილიკები“, წიგნიერების ცენტრში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სასწავლო კურსები, რაც ხელ შეუწყობს აგროტურიზმის განვითარებას, ფართო აუდიტორიისთვის ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობას, ადგილობრივი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას, ეკოტურიზმისა და საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციას, ქმნის ჯანსაღი დასვენების შესაძლებლობას, იზიდავს ეკოტურისტებს და სხვა. 2026 წელს საშუალოდ 200 - ზე მეტი მოლაშქრე ქედის ღირსშესანიშნაობებს და ტურისტულ ობიექტებს ნახავს. პროგრამის მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევა, არსებული ტურისტული ლოკაციების, მოვლა, შენახვა და განვითარება; დონორებთან ურთიერთობა და გრანტების მოძიება; ქედის მუნიციპალიტეტი გახდება რეგიონის ტურისტული ჰაბი, რაც გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის ცნობადობას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოსალოდნელი შედეგი: ტურიზმის განვითარებით შეიქმნება ეკონომიკური ღირებულებათა ჯაჭვი, რაც დადებითად აისახება მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქედის მუნიციპალიტეტი იქცევა რეგიონის ტურისტულ ჰაბად და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ცნობადობა ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამა: მთა „ტბათში“ მთის ელექტრო-გადამცემი ხაზის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 10) მთა ,,ტბათის“ ტერიტორია, სადაც განთავსებულია სოფელ პირველი მაისის მცხოვრებთა საზაფხულო იალაღები, სადაც საერთოდ არ მიეწოდება ელექტროენერგია და ხდება ახალი ხაზის გაყვანა. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარებისა და მემთეურებზე ხელშეწყობის მიზნით საზაფხულო საძოვრებზე, კერძოდ მთა ტბათის ტერიტორიაზე ელექტრო ქსელის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულდეს 2025-2026 წლებში. პროგრამა არის ორწლიანი და მისი დაფინანსება 2026 წლისათვის შეადგენს 250 000 ლარს. მოსალოდნელი შედეგი: მთა ტბათის იალაღებზე მემთეურები უზრუნველყოფილი არიან ელექტროენერგიის მომარაგებით.
პრიორიტეტი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები ასევე სკვერებში ბალახის გათიბვა. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასუფთავებისა და გარემოს დაცვის სფეროში (პროგრამული კოდი 03 01). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების დეზიფექცია, მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას მოემსახურება 2 ნაგავმზიდი. გარე განათების მოვლა-პატრონობა, უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა, გზის გაწმენდა ჩამოწოლილი მეწყერის მასისაგან, გზის გაწმენდა თოვლის საფარისგან. საზოგადოებრივი საპირფარეშოებოის მოვლა-პატრონობა. მუნიციპალიტეტში სოფლებისათვის დამატებით კომუნალური მომსახურებისათვის კონტეინერების განთავსება დღემდე მომსახურების გარეშე დარჩენილი უბნებისათვის. რითაც მომსახურების სფეროში მოექცევა მუნიციპალიტეტის მთელი დასახლებული ტერიტორია. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება მოსალოდნელი შედეგი: დანერგილია მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემა და მუნიციპალიტეტში გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პრიორიტეტი:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 01). „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის თანახმად ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ქედისს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საბავშვო ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 490 და მეტი ბავშვი. (მათ შორის გოგო 50.8 %, ბიჭი 49.2%). ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 255 აღმზრდელი (მათ შორის ქალი 88 % და კაცი 12 %), სხვა პერსონალი და ადმინისტრაცია. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების, დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინკლუზიური სწავლების დანერგა უზრუნველყოფს სკოლამდელი განათლების სერვისის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისთვის. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის. პროგრამის მიზანი: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელშეწყობა; საბავშვო ბაღებში სწავლების ხარისხის და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული და მთავრობის სხვადასხვა დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის თანაბარი ხელმისაწვდომობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში (პროგრამული კოდი 04 02) განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლის, აბიტურიენტისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზე მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა ერთჯერადი დახმარება, რომელსაც ბოლო ორი წელი ნასწავლი აქვს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, და რეგისტრირებულია ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: იმ აბიტურიენტთა დახმარება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. შენიშვნა: ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა შემდეგნაირად - აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, ერთჯერადად ჩაერიცხება 1500 ლარი, 70% -ის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო 50% - 800 ლარი. მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსანის სტატუსი ან იქნება ოქროს მედალოსნობის კანდიდატი, წლის განმავლობაში ერთხელ ჩაერიცხება 800 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს - 600 ლარი. შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში თანხა გაიცემა წლის განმავლობაში ერთხელ. სტუდენტს, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91- დან 100 ქულის ჩათვლით), წლის განმავლობაში ორჯერ (პირველი და მეორე სემესტრი), წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ჩაერიცხება 500 ლარი. პროგრამის მიზანი: მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და სტუდენტების წახალისება, განათლების ხელშეწყობა, სწავლით დაინტერესება, მოტივაციის ამაღლება. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პრიორიტეტი:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სპორტის, ახალგაზრდობის და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმის, მეწარმეობის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარებას. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახური, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ებისდა შ.პ.ს-ების მიერ. პრიორიტეტის მიზანი: ქედის, როგორც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ცენტრის ცნობადობის ამაღლება; ახალგაზრდების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობების განვითარება. მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის და კულტურის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, გამოვლენილია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები და წახალისებულია სპორტული მიღწევები. პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01). ქედის მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზართდა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. სასპორტო სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება. სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით; ოლიმპიადის, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატების საპრიზო (I,II,III) ადგილებზე გასული, ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისა და მწრთვნელების წახალისება ფულადი ჯილდოთი; ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენების (წარსულში ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული ვეტერანი სპორტსმენი) დაჯილდოება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირებაში დახმარება; საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლები. რეგიონალური სპორტული შეჯიბრება. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სპორტულ აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. პროგრამის მიზანი: მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში. გამოვლენილი ახალგაზრდები, რომელთაც აღმოაჩნდათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები. პერსპექტიული მოსწავლე სპორტსმენების შერჩევა, სასპორტო სკოლის და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება და სპორტსმენთა მიერ მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. პროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ღონისძიებების განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში სერვისები შეთავაზებულია ის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დაცვით უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, გამოვლენილია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები და წახალისებულია სპორტული მიღწევები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03). მოხდება ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და განვითარება მზადების ყველა ეტაპზე, რათა შემდეგ მოხდეს ძირითადი გუნდისათვის კვალიფიციური რაგბისტების ჩამოყალიბება. სელექციის პროცესი ხელს შეუწყობს გუნდების სასწავლო საწვრთნელი პროცესის ამაღლებას. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება ერთერთი მთავარი პირობაა შედეგის მისაღწევად. 1.სარაგბო კლუბ „ფირალები“-ს საქართველოს რეგიონალურ ჩემპიონატში პირველ სამეულში მოხვედრა. აგრეთვე, რაგბისა და ფეხბურთს პოპულარიზაციის მიზნით მეტი ახალგაზრდის მოზიდვა რაგბისა და ფეხბურთის ასაკობრივ გუნდში, რაც ადგილობრივი პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდისა და ძირითადი გუნდის ქედის სპორტსმენებით დაკოპლექტების წინაპირობაა. პროგრამის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; - მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში. - გამოვლენილი ახალგაზრდები, რომელთაც აღმოაჩნდათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები. რაგბისა და ფეხბურთის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა და კლუბებში ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობის უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია რაგბის და ფეხბურთის კლუბების გამართული ფუნქციონირება და ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02). ტრადიციული და სახალხო დღესასწაულების ჩატარება, მთავრობის მიერ ოფიციალურად დადგენილი დღეების აღნიშვნა. კონცერტების გამოფენების, გასტროლების, სახელოვნებო პროექტების, თეატრალური წარმოდგენების, საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი ფესტივალების,იუბილარ, ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებთან შეხვედრა, მადლობის სიგელების,საპატიო ტიტულების, ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას. გათვალისწინებულია კულტურის ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ პასუხობდეს ქალებისა და კაცების, გოგონებისა და ბიჭების განსხვავებულ საჭიროებებს და ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროფესიული განვითარება/გადამზადება/(ტრენინგები, ვორქშოფები, სემინარები, მასტერკლასები) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია, ქედის მუნიციპალიტეტის ტრადიციული სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია, კულტურული ღონისძიებების მოწყობა-ჩატარება). საერთაშორისო კულტურულ-ურთიერთობათა გაღრმავება, დამეგობრებულ ქვეყნებთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ჩვენი კულტურის წარმოჩენა და გამოცდილების გაზიარება. პროგრამის მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია. მოსალოდნელი შედეგი: შექმილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა კოლექტევები და სტუდიები და უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05). საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობისა და გააქტიურების უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ღონისძიებებისა, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების აქტიურობის საკითხი. პროგრამა განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამებს. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმოჩენას, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები. ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ახალგაზრდებს მრავალი ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ფლობდნენ სრულყოფილ, პრაქტიკულ და რელევანტურ ინფორმაციას არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ; მუდმივად ხდებოდეს მონაწილეობის ახალი და ინოვაციური გზების მოძიება; ყურადღება არ იქნას გადატანილი მხოლოდ ახალგაზრდების დიდი რაოდენობით მონაწილეობაზე, არამედ ფოკუსირება ხდებოდეს ისეთ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც ახალგაზრდების მონაწილეობის უკეთესს ხარისხს უზრუნველყოფენ და საჭიროებების შემთხვევაში, ახალგაზრდები იღებდნენ ფინანსურ, მორალურ, ინსტიტუციონალურ და სხვა მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. ქვეპროგრამის მიზანი: ახალგაზრდობის გააქტიურება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრების შესაძლებლობების რეალიზება და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა. ქვპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
ქვეპროგრამა: კულტურის სახლებისა, კლუბებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობ- რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა (პროგრამული კოდი 05 02 06). ქედის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, კულტურული ცხოვრების აქტივობის გაზრდა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, კულტურულ საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პაპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებულია კულტურის სახლები და ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პრიორიტეტი:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფა. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.
პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01). სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. ქედის მუნიციპალიტეტის (უპირატესად მოწყვლადი კატეგორიის) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ქვეპროგრამები და ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში არსებული 6 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. პროგრამა ხელს უწყობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი მგრძნობიარე ჯანდაცვის ქვეპროგრამების დაგეგმვას და მათი განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02). სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. ქედის მუნიციპალიტეტის (უპირატესად მოწყვლადი კატეგორიის) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ქვეპროგრამები და ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში არსებული 11 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება. პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს გათვალისწინებულია ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებები უზრუნველყოფილია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგი: ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართ მგრძნობიარე სოციალური პროგრამების განხორციელების შედეგად უზრუნველყოფილია ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
|
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები