დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.124.605882 |
|
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 135-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.124.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის (საკრებულოს უფლებამოსილება) მე-3 პუქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გდაწყვეტილების მიღება“;“ 2. რეგლამენტის მე-6 მუხლის (საკრებულოს ადგილსამყოფელი) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენის და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად“.“ 3. რეგლამენტის მე-12 მუხლის (საკრებულოს წევრის სტატუსი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად დაწყებისთანავე და მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ან ვადამდე შეწყვეტისთანავე“.“ 4. რეგლამენტის მე-13 მუხლის (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა) სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება“.“ 5. რეგლამენტის მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს: ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისა; გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზეც პირს ირჩევს ან პირის დანიშვნაზე თანხმობას იძლევა საქართველოს პარლამენტი; დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზეც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზეც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში; ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე; თ) იმუშაოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოებს; ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში; კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საწარმოს (საწარმოების) მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა), აგრეთვე იყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე; ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში“.“ ბ) მე-2 და მე-3 პუნქტი ამოღებული იქნეს. გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „41. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე „კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის დღიდან“.“ დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნტებით განსაზღვრულ შემთხვევაში , საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე“.“ ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, საკრებულო იღებს ცნობის სახით და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით“.“ ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში, ან არღვევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს, ან ამოწმებს/გამოითხოვს ინფორმაციას თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტის დასადგენად. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, ან საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი არღვევს თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნებს, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრისათვის/თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“.“ ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საკრებულოს წევრის/თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“.“ 9. რეგლამენტის მე-18 მუხლის (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები): 1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულოს თავმჯდომარიის მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისათვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში“.“ 2. დაემატოს მე-7 და მე-8 პუნქტები: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები სფეროების (დარგების) მიხედვით კოორდინაციას უწევენ საკრებულოს კომისიების მუშაობას“.“ ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილება ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე“.“ 10. რეგლამენტის მე-40-ე მუხლის (ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ახლად არჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორიმესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს“.“ 11. რეგლამენტის 41-ე მუხლი (ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა): 1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა; დ) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ე) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა; ვ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება; ზ) საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება; თ) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ი) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა“.“ 2. დაემატოს მე-5 პუნქტი: „5. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე, საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოხდეს, მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით“.“ 12.რეგლამენტის 44-ე მუხლის (ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამანდატო დროებითი კომისია შეისწავლის საკრებულოს ფრაქციების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ. ფრაქციების შექმნისთანავე საკრებულოს აპარატი შეიმუშავებს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს სამანდატო დროებით კომისიას, რომელიც ასევე საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინფორმაციას კომისიის წევრთა რაოდენობისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ“.“ 13. რეგლამენტის 45-ე (ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა) და 46-ე მუხლი (ახლად არჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები) ამოღებული იქნეს. 14. რეგლამენტის 93-ე მუხლი (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 93. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა 1.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას. 2. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია ვალდებულია, საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგინოს კომისიის დასკვნა, დასმული საკითხის გადაწყვეტის შესახებ. 3.საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. 4. ამ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე ღია კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 5. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში“.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები