დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016620 |
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 96-ე მუხლის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის 11 პუნქტისა და მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამები შემდეგი რედაქციით:
ა) „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 01) დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 03) დანართი №2-ის შესაბამისად; გ) „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 05) დანართი №3-ის შესაბამისად; დ) „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 06) დანართი №4-ის შესაბამისად; ე) „დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა" (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 07) დანართი №5-ის შესაბამისად; ვ) „დედ-მამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 09) დანართი №6-ის შესაბამისად; ზ) „უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 10) დანართი №7-ის შესაბამისად; თ) „ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა“ ( ქვეპროგრამის კოდი – 06 02 11) დანართი №8-ის შესაბამისად; ი) „უხუცეს პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 12) დანართი №9- ის შესაბამისად; კ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 13) დანართი №10-ის შესაბამისად; ლ) „სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 14) დანართი №11-ის შესაბამისად; მ) „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 15) დანართი №12-ის შესაბამისად; ნ) „სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 16) დანართი №13-ის შესაბამისად; ო) „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ ( ქვეპროგრამის კოდი – 06 02 17) დანართი №14-ის შესაბამისად; პ) „მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 18) დანართი №15-ის შესაბამისად; ჟ) „სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 19) დანართი №16-ის შესაბამისად; რ) „სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 20) დანართი №17-ის შესაბამისად; ს) „მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა" (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 21) დანართი №18-ის შესაბამისად; ტ) „სოციალურად დაუცველ ჩვილ ბავშვთა კვების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 22) დანართი №19-ის შესაბამისად“; უ) „ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 23) დანართი №20-ის შესაბამისად; ფ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 24) დანართი №21-ის შესაბამისად; ქ) „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი - 06 02 26) დანართი №22 -ის შესაბამისად; ღ) „ბავშვთა ადრეული და თერაპიული ინტერვენციის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი - 06 02 14) დანართი №23 -ის შესაბამისად; ყ) „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი - 06 02 19) დანართი №24 -ის შესაბამისად; შ) „პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი - 06 02 13) დანართი №25 -ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ პროგრამების მოქმედება არ ვრცელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ და „ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებში“ გადატანილ სახსრებზე.
|
| მუხლი 3 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025-2026 წლებში მიღებული გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დაფინანსდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები