„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016975
18
29/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010250020.35.160.016975
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №17 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 08/02/2018წ., 010250020.35.160.016453) პირველი მუხლით დამტკიცებულ  „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესყიდვების ბაზრის კვლევისა და ანალიტიკის განყოფილება;“

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას შესყიდვების ბაზრის კვლევისა და ანალიტიკის განყოფილებასთან კოორდინაციით, მის შედგენასა და კორექტირებას;“

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემდგომში დამტკიცებული გეგმის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს, მათ შორის შესყიდვების ბაზრის კვლევისა და ანალიტიკის განყოფილებასთან კოორდინაციით მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;“

დ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. შესყიდვების ბაზრის კვლევისა და ანალიტიკის განყოფილება ახორციელებს:

ა) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების ბაზრის ან/და ფასთა კვლევას, შესაბამისი მომართვიანობის გათვალისწინებით;

ბ) შესყიდვების ბაზრის ან/და ფასის კვლევის გათვალისწინებით შესყიდვის ობიექტის ღირებულების განსაზღვრას და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენას ხელმძღვანელთან;

გ) შესყიდვის წლიური გეგმის შემუშავებაში და სახელმწიფო შესყიდვების  პროცედურების მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას შესყიდვებისა და დაგეგმარების განყოფილებასთან კოორდინაციით;

დ)  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან ბაზრის კვლევის განხორციელებისას, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვის მიზნით, პროცედურული საკითხების შესწავლას, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება/დაცვას და მისი შესრულების კონტროლს;

ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურდიული პირების მხრიდან დაგეგმილი და განხორციელებული შესყიდვების ანალიტიკას, შესაძლო რისკების გამოვლენას, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და შესრულების კონტროლს;

ვ) შესყიდვების დაგეგმვის ეტაპზე,  პროცედურების გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების გაცემას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა  და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებისთვის;

ზ) განყოფილების საქმიანობის თაობაზე შესაბამისი ანგარიშების მომზადებას და ხელმძღვანელთან წარდგენას;

თ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, შესაბამისი კურატორი მოადგილის,  სამსახურის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულებას;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი