„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 598
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.025492
598
26/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
470230000.10.003.025492
„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №598 

2025 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში (სსმ, №168, 24/12/2010)  შეტანილ იქნეს  ცვლილება  და  დადგენილებით  დამტკიცებული

№1 დანართის („დებულება სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“) №12 დანართით („სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები“) განსაზღვრული ცხრილის  საერთო მოთხოვნების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7

ფუნქციონირებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებები როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენის, ისე ტრანსპორტირებისათვის

ა) 2027 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მაძიებელთა მიერ ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების/ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 400 000 კმ-ს;

ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 5 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში:

ბ.ა) 2025 წლის 1 იანვრიდან ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის პერიოდისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გამოშვებული უნდა იყოს არაუმეტეს 3 წლისა, ამასთანავე, გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება არაუმეტეს 30 დღის პერიოდში;

გ) 2024 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს:

გ.ა) 2027 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზიის მფლობელთა მიერ სერვისის მისაწოდებლად გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, ხოლო რეზერვში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის – 12 წელს;

დ) 2025 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე აღმოჩენისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ლიცენზიის მფლობელის ავტოპარკის არაუმეტეს 60%-ს (გამოთვლისას გამოიყენება დამრგვალების პრინციპი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე