დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 595 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.025489 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 310150000.10.003.017898) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა) „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) „ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში“ (დანართი №20); ფ) „ავტომობილის ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №201);“; ბ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ და „ფ2“ ქვეპუნქტები: „ფ1) „მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში“ (დანართი №21); ფ2) „მოტოციკლის ტრანზიტული ნომრის ნიმუში“ (დანართი №211);“. 2. დადგენილებით დამტკიცებული: ა) დანართი №20 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დანართ №20-ის შემდეგ დაემატოს №201 დანართი თანდართული რედაქციით; გ) დანართი №21 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; დ) დანართ №21-ის შემდეგ დაემატოს №211 დანართი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების 2026 წლის 1 მარტამდე განხორციელება. |
| მუხლი 3 |
2026 წლის 1 მარტამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი მოქმედების ვადით. |
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები