„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.025488
594
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010240030.10.003.025488
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594 

2025 წლის 26 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2013, 010240030.10.003.017504) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა იდენტიფიცირება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელის, საქართველოს მოქალაქის ან სხვა პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა/ესკორტირება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო         დაცვის           მინიჭებასთან            ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/ გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე