„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.025486
592
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
140080000.10.003.025486
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №592

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხული  მოსამსახურეებისთვის – ამ დადგენილებით;“;

ბ) მე-4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სარგო სპეციალური წოდებისათვის ეძლევათ მხოლოდ კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეებს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ოდენობით.“;

გ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, სამხედრო წოდებით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამოქალაქო პირად ნამსახურევი კალენდარული წლების (გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდისა) მიხედვით ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი ერთი თვის კუთვნილი ფულადი სარგოს შემდეგი ოდენობით:“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმლითა და სხვა სანივთე ქონებით უზრუნველყოფა ხორციელდება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახეობებისა და სეზონების მიხედვით, ხოლო მოხმარების (სარგებლობის) პერიოდულობას, პირობებსა და თანამშრომელთა შესაბამის კატეგორიას სამსახურის უფროსი განსაზღვრავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს, რომელიც, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ მოიხმარს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს, ეძლევა საკომპენსაციო თანხა, წელიწადში 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია გაიცემა ყოველკვარტალურად, წლიური საკომპენსაციო თანხის ერთი მეოთხედის ოდენობით. ფორმის ტანსაცმლისა და სანივთე ქონებით უზრუნველყოფის კომპენსაცია არ ეძლევათ სამოქალაქო პირებს.“;

ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესით, სარგებლობენ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე. მათ შეიძლება, ისარგებლონ აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი ან მოკლევადიანი შვებულების უფლებით.“;

ვ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა თანდართული რედაქციით (დანართი №1).“;

ზ) 27-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„28. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“ (დანართი №3).“.

2. დანართ №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა, სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით“.

3. დანართი №2 ამოღებულ იქნეს.

4. დანართ №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის და საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე