„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.025484
590
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
140080000.10.003.025484
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №590

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №72 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017236) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში − სამსახური), როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, სამსახური იმყოფება მუდმივ მზადყოფნაში და ხელმძღვანელობს კანონიერების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის, აგრეთვე სამართალდამცავ და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ძირითადი პრინციპებით.“.

2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წერილობით ეცნობება სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შესაბამის  რეგიონულ ცენტრს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე