დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 589 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.025483 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (შემდგომში − სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრულ პირთა და ობიექტთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.“. 2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, სამთავრობო რეზიდენციების, დასაცავ პირთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, უზრუნველყოს შესაბამის ობიექტებზე დაცვის შემადგენლობის განთავსებისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი პირობების შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი მიწოდება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“. 3. მე-8 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დადგენილი წესით მოსამსახურეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების ჩათვლით;“. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები (ჩარიცხვის გარეშე დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიღებული თანამშრომლები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“. 5. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის გავლის სახეებია: ა) საკონტრაქტო-პროფესიული; ბ) კადრის; გ) სამოქალაქო. 2. საკონტრაქტო-პროფესიული, კადრისა და სამოქალაქო სამსახურის გავლის წესები განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.“. 6. მე-16 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელებისა და ამ ორგანოების ადმინისტრაციული შენობების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვა დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ან მათი უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები