„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.025482
588
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
140080000.10.003.025482
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №588

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2020, 140080000.10.003.021782) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („სახელმწიფო დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები“) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დასაცავი პირებისა და დაცვის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:

ა) განსაზღვრავს სპეციალურ დაცვით და კომპლექსურ ღონისძიებებს, შეიმუშავებს დაცვის ღონისძიებათა გეგმებს და სპეციალურ ინსტრუქციებს,  ადგენს დაცვის განხორციელების რეჟიმს, რასთან დაკავშირებითაც უზრუნველყოფს საჭირო კომუნიკაციას დასაცავ პირებთან, დაცვის ობიექტებისა და, საჭიროების შემთხვევაში, დასაცავი პირების მიერ მოსანახულებელი ობიექტების ხელმძღვანელ პირებთან; 

ბ) უფლებამოსილია, უზრუნველყოს შესაბამის ობიექტებზე დაცვის შემადგენლობის განთავსებისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი პირობების შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი მიწოდება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე