დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.152.016572 |
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტისა და მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები №1 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები“ დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის № 23 დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ (matsne.gov.ge, 27/12/2024; ს/კ010250020.35.152.016532).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა
|
|
დანართი №3
|
დუშეთის მუნიცდიპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები