დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016573
39
26/12/2025
ვებგვერდი, 29/12/2025
010250020.35.152.016573
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2025 წლის 26 დეკემბერი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ „დ.დ“ და  ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ამავე კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  და 121-ე მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 და 341-ე მუხლების და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის მიხედვით.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის „ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და   თანამდებობრივი სარგოები“ დანართი №3 -ის მიხედვით.

 

მუხლი 4
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №4-ის  მიხედვით.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

 

მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №24 დადგენილება (matsne.gov.ge 27/12/2024,  ს/კ 010250020.35.152.016533). 
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარენუკრი უნდილაშვილი



დანართი №1

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოები

 


თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

საშტატო რიცხოვნობა

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

6589

1

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

 

4977

1

3

საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე

 

4246

2

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

 

3513

5

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

3217

2

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

 

2489

9

 


დანართი №2

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 


N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი

 სარგო

საშტატო ერთეულის  რაოდენობა

 

         საორგანიზაციო განყოფილება

 

 

1

მე-2 რანგი   განყოფილების უფროსი

               2560

1

2

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  ოპერატორ-საქმისმწარმოებელი

2080

 

                    1

3

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  ორგანიზაციულ საკითხებში

2080

 

1

4

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  საქმისწარმოების საკითხებში

1920

                    1

 

5

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში

1920

 

1

6

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში

1920

1

 

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

7

 

მე-2 რანგი  განყოფილების უფროსი

2560

 

                  1

8

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - სამართლებრივი ურთიერთობის საკითხებში

2080

          

                   1

9

მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მედიასთან ურთიერთობის, საგამომცემლო და საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებში

2080

 

                   1

10

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქალთა უფლებების დაცვის საკითებში

1920

 

 

1

11

 

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრების საკითხებში

1920

 

1

 


დანართი №3

 

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 


N

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა

ხელშეკრულებით გათვალისწინებული

სარგო

1

საკრებულოს აპარატის უფროსი

1

  3200

 


დანართი №4

 

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა

 


N

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა

1

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

2

2

მძღოლი

1