„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017645
1161
30/12/2025
ვებგვერდი, 30/12/2025
010130000.22.027.017645
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1161

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადების მეშვეობით, ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს/უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით ან ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა;

ბ.გ) ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ნოტარიულად დამოწმებული საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგისტრაციის მიზნებისათვის წარსადგენი საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურებისა და მათი გაფრთხილების ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენა ხდება რეგისტრაციის მიზნით განცხადება-ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.“.

5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

6. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით.“.

7. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეცვლისას.“.

8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი საცხოვრისის მესაკუთრეა, იგი წარადგენს მხოლოდ წერილობით განცხადებას, ხოლო თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის მიმართ შედგენილია ოქმი საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის ღონისძიებების თაობაზე და აღნიშნული ღონისძიების განხორციელებიდან გასულია 2 თვე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტებისას (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, აგრეთვე სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით.“.

9. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტის ინფორმირების ვალდებულება

სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს აცნობოს ამ პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).“.

10. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) თუ არსებობს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე ამ წესის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.“.

11. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

12. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა მიენიჭა პირს, რომელსაც უცხო ქვეყნის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არ უწერია გვარი და არ არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გვარის დადგენა, გვარის გრაფა რჩება ცარიელი:“.

13. 31 4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

14. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა 6 თვის ვადით.

3. მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით. ამასთანავე, დროებითი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.“.

15. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.“.

16. 35-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირი უფლებამოსილია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეცვალოს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.“.

17. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ცვლილების შემთხვევაში ან თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„11. ამ წესის 35-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას ძველი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:

ა) დაინტერესებული პირისათვის ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომისთანავე;

ბ) დამზადებული დოკუმენტის გადაცემისას, თუ გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე პირმა ისარგებლა დაჩქარებული მომსახურებით.“.

18. 39-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. როგორც წესი, პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს. პირზე შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პასპორტი, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მოთხოვნა ერთზე მეტი პასპორტის გაცემის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს. დაინტერესებულ პირს შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.“.

19. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.

20. 44-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.“.

21. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირი უფლებამოსილია პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეცვალოს, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.“.

22. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და და მე-7 პუნქტები:

„6. ამ წესის 45-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პასპორტის, სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის შეცვლისას, გარდა 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაცემული პასპორტისა, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, ძველი პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი უქმდება:

ა) დაინტერესებული პირისათვის ახალი პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომისთანავე;

ბ) დამზადებული პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გადაცემისას, თუ გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე პირმა ისარგებლა დაჩქარებული მომსახურებით.

7. ამ წესის 45-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაცემული პასპორტის შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, ძველი პასპორტი უქმდება ახალი პასპორტის გაცემისას.“.

23. 48-ე მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5 1 პუნქტი:

„51. სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით პირდაპირი კომუნიკაციის მეშვეობით განხორციელებული ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.“.

24. 49-ე მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი.

6. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს დროის გონივრული შუალედი. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის შემთხვევაში ადგილზე მომსახურება ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემას ამ წესის 34-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით.“.

25. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) უფლებამოსილია წერილობითი გადაწყვეტილებით შეაჩეროს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა:

ა) არაუმეტეს 10 სამუშაო დღით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას დოკუმენტების გადამოწმების მიზნით;

ბ) სააგენტოში მიმდინარე სხვა წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით, დაინტერესებული პირის კანონიერი მონაცემების დადგენის მიზნით.“.

26. 51-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება ან, შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;

დ) რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ/მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.

ე) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ვ) პირმა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან ერთად არ წარადგინა მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);

ზ) რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ერთობლივად წარდგენის დროს არსებობს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი;

თ) რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით რეგისტრაცია;

ი) რეგისტრაციისას რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში.

4. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის პირადობის (ბინადრობის) (მათ შორის, ელექტრონული მატარებლის შემცველობით) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) წარდგენილია ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებსж

დ) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის პირი არ არის რეგისტრირებული, გარდა საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილი არიან სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთან – ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით;

ვ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;

ზ) პირადობის/ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში;

თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულია შეტყობინება, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

ი) პირადობის ელექტრონული მოწმობის თაობაზე განცხადების წარმომდგენი პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირისა, რომელიც იძებნება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

5. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია, თუ:

ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) არ არის წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ვერ მოიპოვა ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

გ) დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

დ) შეუძლებელია პირის პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა, გარდა ამ წესის 31-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით;

ვ) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტების შევსებისას „უცნობია“ ცნების ან/და ტირეს მითითება საჭიროა ერთზე მეტ რეკვიზიტის გრაფაში;

ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულია შეტყობინება, რომ პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა არ არის მიზანშეწონილი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.“.

27. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. 2015 წლის 11 აგვისტომდე მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის მისამართი სააგენტოს მიერ ზუსტდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუ შენობა-ნაგებობის ნუმერაციის იდენტიფიცირება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (შენობების ნუმერაციის განსაზღვრის) ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით არ დასტურდება სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში არსებული პირის რეგისტრაციის მისამართის იდენტურობა (შენობა-ნაგებობის ნუმერაცია) სისტემური დამისამართების შედეგად განსაზღვრულ ნუმერაციასთან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისამართი შესაძლებელია დაზუსტდეს დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოს განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოს განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობით ან სააგენტოს მონაწილეობით.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-17 პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარმოება დასრულდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესითა და ვადებში.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-17 პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე წარმოება დასრულდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესითა და ვადებში.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-12 პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია